მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ჯერ მოვიდეს და მერე მოგახსენებთ ჩვენს აზრს“ - თურნავა გახარიაზე

6061a74133f01
ინგა მურუსიძე
29.03.21 14:15
738
"გიორგი გახარია ბევრი კარგი გადაწყვეტილების თანამონაწილე იყო", - ასე უპასუხა დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მედიის კითხვას, რომელიც ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას სამომავლო გეგმებს შეეხებოდა. 

„გიორგი გახარია წლების განმავლობაში იყო ჩვენი გუნდის წევრი და ბევრი კარგი გადაწყვეტილების თანამონაწილე. ჯერ მოვიდეს და მერე მოგახსენებთ ჩვენს აზრს. ჯერ არ ვიცით რა პლატფორმით მოდის. მე არ მინდა სპეკულაციები ამ თემაზე“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ცნობისთვის: გიორგი გახარიას თქმით, ის არსად წასვლას არ აპირებს, მათ შორის - არც პოლიტიკიდან.