მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ჯერ შემოვა AstraZeneca, შემდეგ ველით Pfizer-ის შემოსვლას“ - ტიკარაძე

607eb3c5a203f
ვიქტორია მღებრიშვილი
20.04.21 15:06
1960
ჯანდაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს Pfizer-ის დოზების ქვეყანაში შემოტანის ზუსტ თარიღს ჯერჯერობით ვერ ასახელებს, თუმცა ამბობს, რომ კომპანიასთან 1 მილიონი დოზის მოწოდების შესახებ არსებობს შეთანხმება. ამასთან, მინისტრმა განაცხადა, რომ ჯერ AstraZeneca-ს ვაქცინების დამატებითი დოზები შემოვა. 

„ინტენსიურად ვმუშაობთ „ფაიზერთან“ და მიღწეულია შეთანხმება 1 მლნ დოზაზე; ამ ეტაპზე კი ვმუშაობთ იმ დოზების და თარიღების დადგენაზე, როცა „ფაიზერი“ მოგვაწვდის შეთანხმებულ დოზებს. რაც შეეხება „მოდერნას“, მასთან მუშაობა მიმდინარეობს, თუმცა ამ ეტაპისთვის საზოგადოებას ვერ მივაწვდით კონკრეტულ ინფორმაციას, რადგან ეს მოლაპარაკებები პროცესშია.

 ჯერ „ასტრაზენეკა“ შემოვა, შემდეგ გვაქვს მოლოდინი რომ შემოვა Pfizer-ი“, - განაცხადა მინისტრმა. ტიკარაძის განმარტებით საუბარია "ასტრაზენეკას" დაახლოებით 50 ათასამდე დოზის მიღებაზე.

ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, რომ ის შედეგი რაც ვაქცინაციის რეგისტრაციის პორტალზე „სინოფარმთან“ მიმართებით არის, მათთვის მოულოდნელი არ ყოფილა, რადგანაც ეს ვაქცინა ჯერჯერობით WHO-ს აკრედიტაციას არ ფლობს. 

"სინოფარმთან მიმართებაში ეს არ არის მოულოდნელი შედეგი, ვინაიდან ეს ერთ-ერთი საჯარო კვლევა, რომელიც პორტალზე დაიდო, თუმცა მსგავს კვლევებს არაერთს ვატარებთ. მნიშვნელოვანია, რომ პროცესი გამჭირვალე იყოს და ამიტომ შევქმენით პორტალი, რომ საზოგადოებამაც ნახოს რა მოთხოვნა არსებობს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აკრედიტაციის მინიჭებამდე „სინოფარმი“ მოლოდინის ფურცელზეა, თუმცა არაერთი კვლევა გვაქვს იმის, რომ „სინოფარმი“ ტრადიციულ მეთოდზე შექმნილ ვაქცინას წარმოადგენს, მის მიმართ საზოგადოების ნდობა და მოთხოვნა მაღალია. ის რომ დღეს ის ბოლო პოზიციებზეა აკრედიტაციის არ ქონიდან გამომდინარეობს და დარწმუნებულები ვართ, რომ აკრედიტაციის შემდეგ მისი პოზიციები დაწინაურდება“, - განაცხადა მინისტრმა.