მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჯერჯერობით საყოველთაო კარანტინის რეკომენდაცია ჩვენგან არ არის"

5e7dd0691d302
BM.GE
27.03.20 14:06
1050
ჯერჯერობით საყოველთაო კარანტინის რეკომენდაცია ჩვენგან არ არის, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს.

„ძალიან სწრაფად ხდებოდა ჩვენი ყველა რეკომენდაციიის იმპლემენტაცია, რომელიც დღემდე გაიცა. ამიტომ პირადად მინდა, ბატონ გიორგი გახარიას დიდი მადლობა გადავუხადო. ჯერჯერობით საყოველთაო კარანტინის რეკომენდაცია ჩვენგან არ არის. როგორც კი ამის საჭიროებას დავინახავთ, იმედი გვაქვს, რომ ეს მომენტალურად განხორციელდება, როგორც აქამდე ხდებოდა,“ - განაცხადა იმნაძემ.