მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ჯერჯერობით, შახტის 3-დღიანი გაჩერების გადაწყვეტილებას მივიღებთ“ – „საქნახშირი“

61f7bd04076dc
ვიქტორია მღებრიშვილი
31.01.22 14:50
1012
„საქნახშირი“ შახტის 3-დღიანი გაჩერების გადაწყვეტილებას მიიღებს - ამის შესახებ კომპანიის საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარე მიხაილ სოცკიმ ჟურნალისტებს „საქნახშირში“ მრჩეველთა საბჭოს სხდომის დაწყებამდე განუცხადა, რომელიც 13:00 საათზე დაიწყო და ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

მიხაილ სოცკიმ ტყიბულის შახტაში აფეთქების შედეგად 1 ადამიანის გარდაცვალების ფაქტზე მწუხარება გამოთქვა და თქვა, რომ მომხდართან დაკავშირებით კომპანია პრესკონფერენციას გამართავს.

„22:10 საათზე მოხდა აფეთქება, დაშავდნენ ადამიანები, 1 ადამიანი დაიღუპა. ძალიან საშინელი ფაქტია. ვცდილობთ სიტუაციაში გარკვევას. გუშინდელი დღიდან მუშაობს კომისია, რომელიც ადგენს ავარიის მიზეზებს.

20 წუთში გაიმართება მრჩეველთა საბჭოს სხდომა. ჯერჯერობით, მივიღებთ შახტის 3-დღიანი გაჩერების გადაწყვეტილებას. შემდეგ უკვე კომისიის შედეგები გვიჩვენებს. როგორ გაგრძელდება შემდგომი სამუშაოები, ეს კომისიის შედეგებზე იქნება დამოკიდებული. ორი დღის განმავლობაში სიტუაციის სრულ ანალიზს მოვახდენთ და მომხდარის მიზეზების შესახებ პრესკონფერენციას გავმართავთ“, - განაცხადა მიხაილ სოცკიმ.

შეგახსენებთ, რომ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით განცხადება ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციუს სამსახურმა გაავრცელა, რომლის თანახმად, პირველადი დათვალიერებით ადგილზე შრომის უსაფრთხოების რეგლამენტის რამდენიმე სახის დარღვევა გამოიკვეთა, რადგანაც შახტაში აფეთქება ისეთი პირობების დროს განხორციელდა, როდესაც აფეთქების წარმოება არ შეიძლებოდა, რის გამოც ჯანდაცვის სამინისტრომ შახტაში აფეთქებების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.