მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯერჯერობით, უკრაინელი პარტნიორები გვეუბნებიან, რომ ჯავშნები არ გაგვიუქმდება - Check in Travel

61f3adaae8286
მარიამ ვარადაშვილი
28.01.22 12:45
804
Check in Travel-ისთვის 2021 წელი წარმატებული აღმოჩნდა. ამის შესახებ bm.ge-ს კომპანიის დამფუძნებელმა და დირექტორმა ია გედევანიშვილმა განუცხადა და იქვე დასძინა, რომ ტურისტული კომპანია, ძირითადად, უკრაინის და უზბეკეთის ბაზრებზე მუშაობს და მართალია, 2019 წლის მაჩვენებეზე ჯერ ვერ გავიდნენ, მაგრამ შარშან ამ ქვეყნებიდან ვიზიტორების რიცხვი საკმაოდ მაღალი იყო, რასაც ოფიციალური სტატისტიკაც ადასტურებს.

2021 წელს უკრაინიდან საქართველოში განხორციელებული ვიზიტების რიცხვი 2019 წელთან შედარებით 30%-ით ნაკლები იყო და 144 901 ვიზიტი შეადგინა, ხოლო უზებეკეთიდან ვიზიტორების რიცხვი 36 384 იყო, რაც პანდემიამდელი პერიოდის მაჩვენებელს ანუ 2019 წლის დონეს 117%-ით აღემატება.

„2021 ჩვენი კომპანიისთვის ძალიან კარგი წელი იყო. ბევრი ტურისტი გვყავდა - როგორც ქართველი, ასევე უცხოელი. ჩვენი კომპანია შიდა ტურიზმზეც მუშაობს. ამ ეტაპზე ბაზრების არც თუ ისე დიდი არჩევანი დაგვრჩა; ვმუშაობთ უკრაინის, უზბეკეთისა და ნაწილობრივ ყაზახეთის ბაზარზეც, თუმცა 2019 წლის მაჩვენებლებზე ჯერ ვერ გავედით”, - აცხადებს გედევანიშვილი.

ამასთან, უკრაინაში დაძაბული პოლიტიკური ვითარების მიუხედავად, Check in Travel-ის დამფუძნებლის თქმით, პარტნიორებისგან აქვთ ინფორმაცია, რომ ჯავშნები არ გაუქმდება.

“თუ სიტუაცია არ შეიცვალა, ჯერჯერობით, პარტნიორები გვეუბნებიან, რომ ჯავშნები არ გაგვიუქმდება. რაც შეეხება ჯამში ჯავშნების ოდენობას, თვეში 5-10 ჯგუფია დაჯავშნილი. მაგალითად, მარტში სამ დიდ ჯგუფს ველოდებით, დიდში ვგულისხმობ 50 ადამიანზე მეტს. ასევე გვაქვს შედარებით დიდხნიანი ჯავშნები მათ შორის მაისსა, ივნისში”, - აცხადებს გედევანიშვილი.

Check in Travel-ის დამფუძნებლის აზრით, საჭიროა, მთავრობამ საქართველოს რეკლამირებაში მეტი თანხა დახარჯოს.