მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

6256ca927b326
BM.GE
13.04.22 17:08
3565
13 აპრილის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.11 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0830 ლარს შეადგენს.

სებ-ის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით გამყარდა 1.38 თეთრით, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.3380 ლარი გახდა.

0.61-თეთრიანი გამყარებაა ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთანაც, რომლის ღირებულებაც 4.0091 ლარი გახდა.

ლირასთან მიმართებით კურსი 0.13 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი ლირის ღირებულება 21.13 თეთრი გახდა.