საქართველოში "ბილაინის" ქსელის მფლობელი იცვლება - შესაბამის გადაწყვეტილებას დღეს კომუნიკაციების კომისიამ დაუჭირა მხარი. კომისიის სხდომიდან ირკვევა, რომ კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი ქართველი ბიზნესმენი ხვიჩა მაქაცარია ხდება, რომელმაც წილის ნასყიდობის თაობაზე კომისიას 4 აპრილს მიმართა.
სხდომის თანახმად, "ბილაინი" ამჟამად ეკუთვნის VEON Georgia Holding B.V.-ის, რომელიც თავის მხრივ ფლობს ორ კომპანია WATERTRAIL INDUSTRIES LTD-ის და Investico Alliance LTD-ის. თავად ეს კომპანიები კი უშუალოდ "ვიონი საქართველოს" ფლობენ, კერძოდ, WATERTRAIL INDUSTRIES LTD-ის "ვიონი საქართველოს 71%, Investico Alliance LTD-ის კი "ვიონი საქართველოს" 29%-იანი წილი ეკუთვნის. ჯამში, ეს ორივე ფირმა "ვიონი საქართველოს" 100%-იან წილს ფლობს.
Investico Alliance LTD-ის და WATERTRAIL INDUSTRIES LTD-ის შესყიდვის შემდეგ ბიზნესმენი ხვიჩა მაქაცარია “ვიონი საქართველოს” 100%-იანი მესაკუთრე ხდება.
BMG-ის "ვიონი საქართველოს" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, რომ კომპანიის გაყიდვაზე მუშაობა ახალი დაწყებული არაა და ეს საკითხი უკანასკნელი წლების განმავლობაში განიხილებოდა. ამასთანავე, კომპანიაში აღნიშნავენ, რომ ისინი საკუთარი ქსელის განვითარებაზე მუშაობას განაგრძობენ.
"ბოლო წლების განმავლობაში ვიხილავდით "ვიონი საქართველოს" სავარაუდო გაყიდვის შესაძლებლობებს და ეს პროცესი გრძელდება.
ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ ძირითადი ქსელის განვითარებას, რათა საქართველოში რაც შეიძლება მეტი მომხმარებლისთვის იყოს ხელმისაწვდომი 4G კავშირი და ბაზარზე საუკეთესო ციფრული პროდუქტები", - ამბობენ "ბილაინში".
კითხვაზე - უკავშირდებოდა თუ არა კომპანიის გაყიდვა მიხაილ ფრიდმანთან დაკავშირებულ ფინანსურ სანქციებს, "ვიონში" განმარტავენ, რომ ამის შესახებ კომენტარს ვერ გააკეთებენ, ხოლო კომპანიის წილების გაყიდვა სანქციებამდეც აქტიურად განიხილებოდა.
“ვიონი საქართველოს” აქტივები 120 მილიონ ლარს შეადგენს; 2020 წელს ამ კომპანიამ 92 მლნ ლარის ზარალი ნახა, 2019 წელს კი - 40 მლნ ლარის.
2021 წელს კი “ვიონის” შემოსავალი 100.5 მილიონი ლარი იყო. კომპანიას 1,279,951 აბონენტი ჰყავს.
ბიზნესმენი ხვიჩა მაქაცარია "ვიონი საქართველოს" აქციონერი წარსულშიც იყო და ის ფირმა Miren Invest-ის მეშვეობით კომპანიის 20%-იან წილსაც ფლობდა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი