მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

JIANO BAGS - საქართველოში დამზადებული ჩანთები, რომლებიც რამდენიმე ქვეყანაში იყიდება

5f760b6c6554a
ნუცა ბაზლიძე
03.10.20 22:00
1898
JIANO BAGS-ი მომხმარებლებს ხელნაკეთ ჩანთებს სთავაზობს, რომლებიც ტყავით ან ტყავის შემცვლელითაა დამზადებული, შიდა ნაწილი კი ხის მასალითაა წარმოდგენილი. ამის შესახებ BM.GE-ს JIANO BAGS-ის დამფუძნებელმა ანი რეხვიაშვილმა განუმარტა.

როგორც გავარკვიეთ, ბრენდი ანი რეხვიაშვილმა დაახლოებით წელიწად-ნახევრის წინ მეუღლესთან ერთად, პირადი სახსრებით შექმნა. ჩანთების დიზაინზე ანი რეხვიაშვილი თავად ზრუნავს, ჯამში კი, JIANO BAGS-ი 7 ადამიანს ასაქმებს.

ანი რეხვიაშვილის განმარტებით, JIANO BAGS-ი პერიოდულად აახლებს კოლექციას, პროდუქცია კი ონლაინ რეალიზდება. რაც შეეხება პროდუქციის ღირებულებას, ტყავის შემცვლელით დამზადებული ჩანთების ფასი 250 ლარიდან იწყება, ნატურალურით წარმოდგენილი კი 650 - 1200 ლარის ფარგლებში მერყეობს.

ამასთან, ანი რეხვიაშვილის განმარტებით, გარდა ადგილობრივი ბაზრისა, ე.წ ბაიერების შუამავლობით, ჩანთები ხვდება საერთაშორისო ბაზარზეც და იყიდება ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა: გერმანია, სომხეთი, ყაზახეთი, რუსეთი, უკრაინა.

BM.GE ასევე დაინტერესდა, თუ როგორ იმოქმედა აღნიშნულ ბიზნესზე კორონავირუსის კრიზისმა.

როგორც ბრენდის დამფუძნებელი განმარტავს, პანდემიის ფონი, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, შეფერხების მიზეზი პროდუქციის საზღვარგარეთ მიწოდების თვალსაზრისით გახდა.

„საზღვარგარეთიდან შეკვეთებს ვიღებდით, მაგრამ გზავნილებთან დაკავშირებით გვქონდა პრობლემა“, - აღნიშნავს ის.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ანი რეხვიაშვილი აღნიშნავს, რომ მოიაზრება საქართველოს ფარგლებში ე.წ შოურუმის გაკეთება, საერთაშორისო თვალსაზრისით კი, გათვალისწინებულია, მეტი ე.წ ბაიერის მოძიება და მათთან თანამშრომლობა.