13.აგვისტო .2022 00:30

ჟინვალის წყალსაცავთან რესტორანი „სტუმარ-მასპინძელი“ გაიხსნა - ინვესტიცია ₾200 000-ია

ჟინვალის წყალსაცავთან რესტორანი „სტუმარ-მასპინძელი“ გაიხსნა - ინვესტიცია ₾200 000-ია
views 2686
უკან

ჟინვალის წყალსაცავთან, ფშავ-ხევსურეთის მხარეს, 200 000 ლარის ინვესტიციით რესტორანი „სტუმარ-მასპინძელი“ გაიხსნა.

რესტორნის დამფუძნებელი ნიკოლოზ გუშარაშვილი ამბობს, რომ ობიექტის ამოქმედებიდან მხოლოდ 1 თვე გავიდა და რესტორანმა უკვე 1000-ზე მეტს სტუმარს უმასპინძლა.

„ჩვენი რესტორანი თბილისიდან 50კმ-ში, ჟინვალის წყალსაცავთან ფშავ-ხევსურეთის მხარეს მდებარეობს. რესტორნის გახსნა იმიტომ გადავწყვიტე, რომ აქეთ გზა გაკეთდა და ტურისტების რაოდენობამ საგრძნობლად მოიმატა. გავხსენით და გაამართლა. არ ველოდით ახალ გახსნილზე ასეთ გამოხმაურებას. გვსტუმრობენ ადგილობრივებიც და ტურისტებიც. ძირითადად გერმანელები, რუსები, ჩეხები და პოლონელები მოდიან.

რესტორანი სტუმრებს ძირითადად ქართულ ტრადიციულ კერძებს სთავაზობს", - ამბობს ნიკოლოზ გუშარაშვილი.

რაც შეეხება ინვესტიციას, მისი თქმით, 40 000 ლარი ჩეხეთში არსებული კომპანიისგან მოიზიდა, დანარჩენი 160 000 ლარი კი გრანტით და პირადი ფინანსური რესურსი ჩადო.