მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯიპიაი ჰოლდინგი : "ქალი მეწარმეეების მხარდაჭრის პროგრამა გრძელდება”

5fb78024a927a
BM.GE
20.11.20 12:34
842

„ჯიპიაი ჰოლდინგი“ ქალი მეწარმეების მხარდამჭერ პროგრამას აგრძელებს და კომპანიებს, რომლების დამფუძნებელი ან გენერალური დირექტორი ქალია დაზღვევას სპეციალური პირობებით სთავაზობს.

სპეციალური პროგრამა ქალი მეწარმეების მხარდასაჭერად „ჯიპიაი ჰოლდინგი“ გაეროს ქალთა პროგრამასთან თანაშრომლობით ახორციელებს. პროექტი განსაკუთრებულ შეთავაზებას და ცნობიერების ამაღლების აქტივობებს მოიაზრებს:

• დაზღვევის პერსონალური ექსპერტი;

• 30% ფასდაკლება ქონების დაზღვევაზე;

• ბიზნეს შეფერხების დაზღვევა საჩუქრად;

• ონლაინ სემინარები ბიზნეს რისკების შემცირების შესახებ.

ქალ მეწარმეებს ბიზნეს რისკების დაზღვევის ფარგლებში დაზღვევის ექსპერტები ეყოლებათ. რომელთა მთავარი ფუნქცია იქნება, დაეხმარონ მეწარმეებს, შეარჩიონ მათთვის საუკეთესო პაკეტი. ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდონ დაზღვევის, როგორც ფინანსური თავადაცის მექანიზმის შესახებ და ბიზენს რისკების მართვაზე მათი სპეციალიზაციის მიხედვით.

პროგრამის ფარგლებში ჯიპიაის პარტნიორი საკონსულტაციო კომპანია “პროსპექტი” ქალ მეწარმეებს სპეციალურ ონლაინ ტრენინგს ჩაუტარებს გაყიდვებში. ასევე, ჯიპიაის პარტნიორი საკოსულტაციო სააგენტო “კოსი _ cos - concept of safety”, პროექტში ჩართულ მეწარმეებს covid-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით უსაფრთხოების ნორმების დაცვისა და შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის მხრიდან შემოწმებისთვის მოამზადებს.

პაატა ლომაძე, „ჯიპიაი ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორი: „მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამას მესამე წელია ვახორციელებთ. ეს ჩვენი პლატფორმის: „იმოქმედე, ჩვენ დაგაზღვევთ!“ ფარგლებში ხორციელდება და ამჯერად ქალთა გაძლიერების მიმართულებით გადავწყვიტეთ გააქტიურება. ჩვენი რამდენიმე კვლევით გამოიკვეთა, რომ ქალი მეწარმეები უფრო ფრთხილები და მზრუნველები არიან და მეტი მგრძნობელობა გააჩნიათ რისკების მიმართ. ამას გარდა, გვინდა ჩვენი ამ პროექტით მხარი დავუჭიროთ მათ, რადგან დაზღვევით გაცილებით თამამად აკეთებ საქმეს და მეტს აღწევ. ქალების ეკონომიკური აქტივობის ხელშეწყობა უაღრესად მნშვნელვანია ჩვენი ქვეყნისთვის და ეს პროექტიც ამ მიზანს ემსახურება.

ქალი მეწარმეების ხელშეწყობის პროგრამა რამდენიმე კომპონენტს მოიცავს - ცნობიერების ამაღლების აქტივობებს და განსაკუთრებულ შეთავაზებას. სპეციალურად ამ პროექტისთვის დაზღვევის პერსონალური ექსპერტები გამოვავლინეთ, რომლებიც ქალი მეწარმეების მეგზურები იქნებიან მათივე ბიზნესის სპეციალიზაციის მიხედვით. ისინი ექსპერტულად აუხსნიან თითოეულ ჩართულ კომპანიას თუ როგორ მუშაობს დაზღვევა და რა სახის რისკებისგან დაიცავს მათ. გვესმის, რომ ახლა მთავარი გამოწვევა covid-19-ა, ამიტომ პარტნიორი კომპანიებთან ერთად ქალ მეწარმეებს ძალიან საჭირო ტრენინგებს ვთავაზობთ, რომლებიც დაეხმარებათ გაუმკლავდნენ დაბრკოლებებს და უკეთ მართონ ბიზნესი“

ერიკა კვაპილოვა, გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში: „მოხარული ვართ, რომ საქართველოში იზრდება არა მხოლოდ „ქალთა გაძლიერების პრინციპების“ ხელმომწერი კომპანიების რიცხვი, არამედ იმ კომპანიების რაოდენობაც ვინც რეალურ ნაბიჯებს დგამს ქალთა გაძლიერების ძირითადი პრინციპების შესასრულებად. რაც მთავარია, ქმნიან პროდუქტებს, რომლებიც პასუხობს ქალების საჭიროებებს. ჯიპიაი ჰოლდინგის პროექტი არის ინსპირაცია სხვა კომპანიებისთვისაც, რომ მეტი ბიზნესი ჩაერთოს გენდერული თანასწორობისთვის გასატარებელ ღონისძიებებში.“

პროგრამაში ჩასართავად კომპანიებმა, რომელთა დამფუძნებელი ან მმართველი ქალია უნდა მიმართონ ჯიპიაი ჰოლდინგის ცხელ ხაზს (032) 2 505 111.



 

(NS)