მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ჯიპიაი ჰოლდინგი“ ბიზნეს მოდელს ცვლის და დისტანციურ მუშაობაზე გადადის

5f09e6bfa8c36
BM.GE
11.07.20 22:00
1311
„ჯიპიაი ჰოლდინგი“ ოპერირების დისტანციურად გაგრძელებას აპირებს. ამის შესახებ „ჯიპიაი ჰოლდინგის“ კომუნიკაციების დირექტორმა თინა სტამბოლიშვილმა გადაცემა #ქალებისნარატივის ეთერში განაცხადა.

„ჩვენ გვაქვს საშუალება, რომ სრულიად შევცვალოთ ჩვენი ბიზნესმოდელი. 3-4 წელია, ხელმძღვანელობა ვფიქრობთ, როგორ გამოვიყენოთ მეტად ის ტექნოლოგიური განვითარება, რასაც ჩვენ მივაღწიეთ“, - აღნიშნავს თინა სტამბოლიშვილი.

მისი განმარტებით, აღნიშნული ცვლილების განხორციელების კატალიზატორი პანდემია და მასთან დაკავშირებული ადაპტაცია აღმოჩნდა, რის შემდეგაც მზაობა გამოითქვა, რომ მუშაობა ახალი სტილით გაგრძელდეს.

„ეს არის ცვლილება არამხოლოდ თანამშრომლებისთვის, არამედ მომხმარებლებისთვის. ასევე იმ ადამიანებისთვის, ვინც არიან დასაქმების მსურველები“, - დასძენს სტამბოლიშვილი.

ამასთან, ის განმარტავს, რომ აღნიშნული ცვლილება მოიაზრებს მართვის სისტემების, თანამშრომლების კონტროლის მექანიზმის შეცვლასაც. აქედან გამომდინარე კი, მენეჯმენტი მეტად იქნება დამყარებული ნდობაზე და პრიორიტეტული გახდება უშუალოდ შედეგზე ორიენტირებულობა.

თინა სტამბოლიშვილი ამბობს, რომ გადაწყვეტილება კვლევისა და გამოკითხვის მიხედვით იქნა მიღებული