"ჯიპიაი ჰოლდინგი” კორონავირუსის მართვის პროცესში აქტიურადაა ჩართვება. როგორც „საქმიან დილაში“ სადაზღვევო კომპანიის კომუნიკაციების დირექტორმა თინა სტამბოლიშვილმა განაცხადა, კომპანია არსებული რესურსით დაზღვეული კოვიდ დადასტურებული პაციენტების მართვას უპრობლემოდ გაუმკლავდება. სტამბოლიშვილმა ინფიცირებული პაციენტების კომპანიასთან სწორად დაკავშირების დეტალები ახსნა.
"ჯიპიაი ჰოლდინგი ცდილობს კორონავირუსის მართვაში ისე ჩაერთოს და რესურსი ისე გადაანაწილოს, რომ სხვა დაზღვეულები უყურადღებოდ არ დარჩნენ. აქ საუბარია იმაზე, რომ პირადი ექიმების რესურსი სწორად გადავანაწილოთ. ჩვენი პროვაიდერების მიერ კოვიდ ექიმების ჯგუფია გამოყოფილი, რომლებიც კვალიფიციურად, სახელმწიფო პროტოკოლებით კოვიდ ინფიცირებულებს მეთვალყურეობას გაუწევენ. ჩვენი ოჯახის ექიმების გადამზადების პროცესი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელდა. COVID19-ის მართვაში სახელმწიფო ისევ მთავარი რგოლია. მატერიალური და ფინანსური მხარდაჭერა ისევ სახელმწიფოს მხრიდან ხდება და ჩვენ ოჯახის ექიმის რესურსით მეთვალყურეობას ვუწევთ. ჩვენ დაზღვეულს კოვიდ ექიმი ეყოლება, რომელიც მას მეთვალყურეობას ბინაზე გაუწევს.
ამ ეტაპზე, კოვიდ დადასტურებულმა პაციენტმა ისევ 112-ში უნდა დარეკოს, რომ ვირუსის მართვის სახელმწიფო პროგრამაში დარეგისტრირდეს, ხოლო შემდგომ ჩვენთან კავშირზე იქნება, თუმცა, ასევე თუ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა და ის ჩვენთან არის დაზღვეული, შეუძლია, ჩვენს პროვაიდერთან დარეკოს და ოჯახის ექიმი ან კოვიდ ექიმი მას პირდაპირ მოემსახურება", - აღნიშნა სტამბოლიშვილმა.
ცნობისთვის: სადაზღვევო ინდუსტრია და ოჯახის ექიმები COVID-19-ის მართვაში ოქტომბრიდან ჩაერთნენ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი