მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის 60-მდე ოჯახის ექიმი გამოათავისუფლა

5fafb9978efbb
ინგა მურუსიძე
14.11.20 15:42
912
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ კომუნიკაციების დირექტორის თინათინ სტამბოლიშვილის ინფორმაციით, სადაზღვევო კომპანიამ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის 60-მდე ოჯახის ექიმი გამოყო და საჭიროების შემთხვევაში რესურსს კიდევ გამოათავისუფლებს.

როგორც მან გადაცემა BMGDRIVE-ში სტუმრობისას განაცხადა, სექტორი მზად არის და ეს სახელმწიფოსაც დაუდასტურა, რომ რესურსი გამოყოს და სახელმწიფოს შეეხიდოს.

„უკვე მეორე კვირაა ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ სახელმწიფოსთან. ჩვენ, როგორც ფინანსური ინსტიტუტი, ვაფინანსებთ ამ მიმართულებას, იმიტომ რომ ჩვენ ვყიდულობთ სერვისს ჩვენი პროვაიდერებისგან. აქ საუბარია იმაზე, რომ შევეხიდოთ სახელმწიფოს, მათ შორის ფინანსური რესურსით. მთავარი გამოწვევა ახლა არის სამედიცინო პერსონალის დეფიციტი და ვაკონტრაქტებთ და მოვიზიდავთ დამატებით სამედიცინო რესურსს, რათა დავაკმაყოფილოთ მოთხოვნა პირადი ექიმებით“, - განაცხადა მან.

როგორც თინათინ სტამბოლიშვილი ამბობს, საჭიროა ექიმების გადამზადება და სადაზღვევო კომპანიები ამასაც აკეთებენ, რადგან ვირუსის მართვა, თუნდაც არა კლინიკურად, მარტივი არ არის.

„ჩვენ ძალიან დიდი პასუხისმგებლობით ვუდგებით ამას, რადგან მარტივი საქმე არ არის. მთელი რესურსების გადანაწილებაზე მიდის მუშაობა ახლა. თავიდან ისეთი კომენტარი იყო მინისტრისგან - რა გახდაო, მაგრამ მე მგონი მერე ყველა მიხვდა, რომ რთული პროცესია. ინტეგრაციის მომენტი და დამატებითი რესურსის გამოყოფა ძალიან რთულია“, - განაცხადა სტამბოლიშვილმა.

მისივე თქმით, სადაზღვევო სექტორს კონკრეტული გზამკლევი აქვს მიღებული და პაციენტების მართვა იმის მიხედვით ხდება.