"ჯიპიაი ჰოლდინგის" მომხმარებელს დაზღვევის შეძენა ახლა უკვე ფეისბუქიდან გაუსვლელად, მესინჯერ ბოტით შეეძლება.
როგორც bm.ge-ს კომპანიიდან აცნობეს, „ჯიპიაი ჰოლდინგმა“ მომხმარებლისათვის სადაზღვევო პროცესების კიდევ უფრო გასამარტივებლად, დაზღვევის ჩატბოტი აქვე • Akve შექმნა. მომხმარებელს უკვე შეუძლია ონკოლოგიური რისკებისგან დაზღვევის პოლისი - ონკოქეარი აქვე, პირდაპირ Facebook ჩათიდან შეიძინოს და ამ პროდუქტთან დაკავშირებით ყველა კითხვაზე პასუხი ბოტისგან მიიღოს.
მომხმარებელი ასისტენტ ბოტს სპეციალურად მისთვის შექმნილ ფეისბუქ გვერდზე აქვე • Akve უნდა ესტუმროს. ონკოქეარის შესაძენად კი გვერდის პირად შეტყობინებებში უნდა მისწეროს. თავის ერთგულ მიმდევრებს დაზღვევის შესახებ საჭირო და სასარგებლო ინფორმაციას აქვე • Akve გაუზიარებს და სადაზღვევო პროდუქტებით სარგებლობას მათ კიდევ უფრო გაუმარტივებს.
კომპანიაში აცხადებენ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია და მალე ბოტის დახმარებით მსურველები სხვა სადაზღვევო პროდუქტების შეძენასაც შეძლებენ. ჩეტბოტის მთავარ მისიაც მარტივად შეძენა იქნება: ფეისბუქიდან გაუსვლელად - აქვე დაგაზღვევთ.
სანდრო კიკნაძე, „ჯიპიაი ჰოლდინგის“ სტრატეგიული განვითარების დირექტორი: “ციფრული მიმართულებით მომხმარებლებისთვის სიახლეების შეთავაზება ჯიპიაის ყოველდღიურობის ნაწილია. 2016 წელს ჩვენ პირველებმა გავაციფრულეთ დაზღვევა საქართველოში და იმ დღიდან ამ მიმართულებით მუდმივად ვვითარდებით. დაზღვეულებს ინტენსიურად ვთავაზობთ ინოვაციურ და გაუმჯობესებულ ციფრულ სერვისებს და ჩატბოტიც ამ პროცესების გაგრძელებაა. „აქვეს“ დახმარებით, მომხმარებელს კიდევ უფრო ვუმარტივებთ სადაზღვევო პროდუქტების შეძენის პროცესს და საშუალებას ვაძლევთ კითხვებზე მყისიერი უკუკავშირი და პასუხები მიიღოს. ამ ეტაპზე ბოტის დახმარებით ონკოქეარის შეძენაა შესაძლებელი.
აქვე • Akve Facebook მესენჯერში, დაზღვევის მსურველს ამ პოლისზე ამომწურავ ინფორმაციას აწვდის და ყიდვის პროცესს უმარტივებს. ამასთან თავისი გვერდის მიმდევრებს ყოველკვირეულად მიაწვდის საინტერესო და საჭირო ინფორმაციას დაზღვევაზე. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ბოტის კიდევ უფრო განვითარებაზე და მალე, მისი დახმარებით სხვა სადაზღვევო პროდუქტების შეძენაც გახდება შესაძლებელი. ამიტომ, ყველას გირჩევთ მოძებნოთ Fcebook-ზე აქვეს გვერდი და გამოიწეროთ სიახლეები.“
აქვე • Akve - ს გაცნობა მომხმარებელს ფეისბუქზე შეუძლია. ამისთვის, მოძებნეთ გვერდი და მოიწონეთ და გამოიწერეთ სიახლეები. პოლისის შესაძენად ან ონკოქეარზე მეტი ინფორმაციის მისაღებად კი აქვეს მესენჯერის ჩატში უნდა მისწეროთ.
პოლისი ონკოქეარი, რომლის შეძენშიც აქვე დაგეხმარებათ, ავთვისებიან სიმსივნურ დაავადებებს აზღვევს და ანაზღაურების სრულიად განსხვავებულ სისტემას გვთავაზობთ - ჯანმრთელობის დაზღვევისგან განსხვავებით, თანხა კომპენსაციის სახით გაიცემა, ხოლო დაზღვეული მას თავისი სურვილისამებრ განკარგავს. კომპენსაციის გაცემა არ არის მიბმული სამკურნალო დაწესებულებასთან ან მკურნალობასთან, მხოლოდ დიაგნოზია საკმარისი, რომ თანხა გაიცეს. ონკოქეარის ღირებულება ძალიან ხელმისაწვდომია –0-24 წლამდე ასაკის პირებისთვის 150,000₾-იანი პოლისის ღირებულება თვეში მხოლოდ 5₾-ს შეადგენს. ჯიპიაიმ 2019-2021 წლებში კიბოს რისკისგან დაზღვევის პროგრამის ფარგლებში 1, 500 000 ლარამდე კომპენსაცია უკვე გასცა.
(R)
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი