მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯიქიას ქუჩაზე ხანძარია

5e3d8a42b7f34
ელენე გოგბერაშვილი
07.02.20 19:59
1284

თბილისში, ჯიქიას ქუჩაზე, სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია. როგორც bm.ge-ს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი ბალახს ეკიდა და ქარის გამო ის ბუჩქებზეც გავრცელდა.

როგორც უწყების პრესსამსახურში აცხადებენ,  ადგილზე ამ დროისთვის 6 სახანძრო-სამაშველო ჯგუფია მობილიზებული.


მათივე ინფორმაციით, ხანძარი ლოკალიზებული არ არის, თუმცა მისი სასაფლაოებზე გავრცელების საშიშროება არ არსებობს.

ამ დროისთვის უცნობია, რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი.