მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯივიპი, 25 ნოემბერს, ჭავჭავაძის გამზირზე ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს განახორციელებს

5dd9166214f79
BM.GE
23.11.19 15:17
1736
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" 25 ნოემბერს წყალმომარაგების ახალი ქსელის ექსპლუატაციაში შესვლის სამუშაოებს განხორციელებს.

როგორც კომპანიაში განმარტავენ, სამუშაოების ჩასატარებლად აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, ორშაბათს, 25 ნოემბერს დღის 12:00 საათიდან 26 ნოემბრის დილის 07:00 საათამდე, ვაკის რაიონში წყალმომარაგება შეეზღუდება: ჭავჭავაძის გამზირის ნაწილს; თაქთაქიშვილის, მირცხულავას, ავალიშვილის ქუჩებს; ფალიაშვილის, არაყიშვილის, აბაშიძისა და მოსეშვილის ქუჩების ნაწილს.

ცნობისთვის: ჯივიპიმ ჭავჭავაძის გამზირის მასშტაბური პროექტის ფარგლებში, თაქთაქიშვილის ქუჩიდან კავსაძის ქუჩამდე წყალმომარაგების სისტემა სრულად განაახლა.

პროექტის ამ ეტაპზე შეიცვალა 260 მეტრი სიგრძის წყლისა და წყალარინების ქსელი. წყალმომარაგების განახლებულ სისტემაზე ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები, სახანძრო ჰიდრანტები და საკვანძო ჭები მოეწყო.

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" ჭავჭავაძის გამზირის სარეაბილიტაციო პროექტში, ჯამურად, 10 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწვდის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge