მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯივიპი ბეჟანიშვილის ქუჩაზე წყალარინების სისტემას სრულად ანახლებს

5dcd2ab889b35
BM.GE
14.11.19 14:20
883
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ნაძალადევის რაიონში, ბეჟანიშვილის ქუჩაზე სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში წყალარინების ამორტიზებულ ქსელს სრულად ანახლებს.

როგორც ჯივიპი განმარტავს, ახლით იცვლება 400 მეტრის სიგრძის, ძველი, მაგისტრალური ქსელი და საკვანძო ჭები ეწყობა.

კომპანია აღნიშნული მონაკვეთის რეაბილიტაციაში 55 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს.

ბეჟანიშვილის ქუჩაზე წყალარინების ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2 ნოემბერს დაიწყო და თვის ბოლოს დასრულდება.