მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯივიპი გლდანის რაიონში, ბორჯომისა და ნეკრესის ქუჩებზე, წყალმომარაგების სისტემას აახლებს

628c99ef23b4c
BM.GE
24.05.22 12:25
619
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი გლდანის რაიონში, ბორჯომისა და ნეკრესის ქუჩებზე წყალმომარაგების სისტემის გასაახლებლად მნიშვნელოვან სარეაბილიტაციო პროექტს ახორციელებს.

სამუშაოები მოიცავს 2.2 კმ-ზე მეტი სიგრძის მოძველებული წყალსადენის ქსელის სრულად შეცვლას. ახალ ქსელზე წყლის ნაკადების ეფექტურად მართვის მიზნით დამონტაჟდება თანამედროვე ინფრასტრუქტურა, მოეწყობა საკვანძო ჭები და სახანძრო ჰიდრანტები.

აღნიშნულ ქუჩებზე წყალმომარაგების სისტემის გასაახლებლად სამუშაოები აქტიურ ფაზაშია და ივნისის დასაწყისში დასრულდება. შედეგად, გლდანის რაიონში, ბორჯომის, ნეკრესისა და მიმდებარე ქუჩებზე 2300-ზე მეტ აბონენტს მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდება მომსახურების ხარისხი.

ბორჯომისა და ნეკრესის ქუჩების სარეაბილიტაციო პროექტებში ჯივიპი ჯამში 700 000 ლარზე მეტის ინვესტიციას ახორციელებს.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აქტიურად აგრძელებს თბილისის სხვადასხვა რაიონში მნიშვნელოვან სარეაბილიტაციო პროექტებს.

(NS)