მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯივიპი ისნის რაიონში, ციხისძირის ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემას აახლებს

5df37adebd070
BM.GE
13.12.19 15:49
814
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ისნის რაიონში, ციხისძირის ქუჩაზე, წყალმომარაგების სისტემას სრულად აახლებს.

როგორც ჯივიპი–ში აცხადებენ, სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში 1.5 კმ სიგრძის წყალმომარაგებისა და 600 მეტრი სიგრძის წყალარინების ქსელი იცვლება. ასევე განახლებულ სისტემაზე ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები, სახანძრო ჰიდრანტები და საკვანძო ჭები მოეწყობა.

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" აღნიშნულ პროექტში 400 000 ლარზე მეტ ინვესტიციას ახორციელებს.

კომპანია წყალმომარაგების სისტემაზე სამუშაოებს თებერვალში დაასრულებს.