29.ოქტომბერი .2019 20:00

"ჯივიპიმ" ჭავჭავაძის გამზირის პროექტის ფარგლებში თაქთაქიშვილიდან კავსაძის ქუჩამდე მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშოები დაიწყო

views 507
უკან

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ ჭავჭავაძის გამზირის მასშტაბური პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაციის მესამე ეტაპის მეორე მონაკვეთზე სამუშაოები დაიწყო, რომლის ფარგლებშიც თაქთაქიშვილის ქუჩიდან კავსაძის ქუჩამდე წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემა სრულად განახლდება.

რეაბილიტაციის ფარგლებში, აღნიშნულ მონაკვეთზე, წყალმომარაგების ახალ ქსელზე ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები, სახანძრო ჰიდრანტები და საკვანძო ჭები მოეწყობა.

"ჯივიპიმ" ჭავაჭავაძის გამზირზე წყალმომარაგების სისტემის სრული რეაბილიტაციის პროექტში 10 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ჭავჭავაძის გამზრიზე სარეაბილიტაციო სამუშაოების მესამე ეტაპს ნოემბერის ბოლოს დაასრულებს.

(NS)

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა