მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯივიპიმ გლდანის რაიონში, მაისურაძის ქუჩის მიმდებარედ წყალმომარაგების სისტემა განაახლა

5dfca421bbdf7
BM.GE
20.12.19 14:34
748
“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა” გლდანის რაიონში, მაისურაძის ქუჩის მიმდებარედ 250 მეტრი სიგრძის წყალმომარაგების ქსელი განაახლა.

კომპანიამ სამუშაოები ნოემბერში დაიწყო და პროექტში 313 000 ლარის ინვესტიცია განახორციელა.

როგორც კომპანიაში განმარტავენ, რეაბილიტაციის ბოლო ეტაპს, ახალ ქსელზე გადაერთების სამუშაოებს, ჯივიპი დღეს, 20 დეკემბერს, განახორციელებს.

„აღნიშნულთან დაკავშირებით, აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც დღეს, 20 დეკემბერს, 15:00 საათიდან 21 დეკემბრის, დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

გლდანის რაიონში:

V-VIII მიკრო რაიონებს, გიორგი წმინდის დასახლებას, თეთრი ტბის მიმდებარე დასახლებას, თიანეთის გზატკეცილს.

სოფელ გლდანში: მარჯანიშვილის, ბარათაშვილის, კულა გლდანელისა და მიმდებარე ქუჩებს“, – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწვდის.