მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჯივიპიმ" წყნეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

5dc155af19c84
BM.GE
05.11.19 14:56
834
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" წყნეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე, წყალმომარაგბისა და წყალარინების სისტემას სრულად განაახლებს.

სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში 600 მეტრი სიგრძის წყალარინების ამორტიზებული ქსელი იცვლება და ახალი საკვანძო ჭები მოეწყობა.

კომპანია რეაბილიტაციაში 150 000 ლარზე მეტ ინვესტიციას განახორციელებს. სამუშაოები ნოემბრის ბოლოს დასრულდება.

პროექტის ფარგლებში აღმაშენებლის ქუჩაზე, ასევე იგეგმება 800 მეტრამდე წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაციაც. განახლებულ სისტემაზე ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები, სახანძრო ჰიდრანტები და საკვანძო ჭები მოეწყობა. ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აღნიშნული მონაკვეთის რეაბილიტაციაში 140 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს.