მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯო ბაიდენი: რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებლობას ყველამ უნდა მივაღწიოთ

62279143becfa
ვიქტორია მღებრიშვილი
08.03.22 21:46
994
"კრიზისი გვაჩვენებს, ქვეყნები ენერგოდამოუკიდებელნი უნდა გახდნენ", - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, სწორდ ამ ენერგოდამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის აშშ ნავთობის მოპოვების მოცულობებს გაზრდის, რათა შეამციროს კრიზისის ზეგავლენა მოქალაქეებზე, ბიზნესებსა და ეკონომიკაზე.

„ჩვენი ღონისძიებების გატარების შემდეგ ჩვენი ნავთობის მოპოვების მაჩვენებელი 75%-ით გაიზარდა. ამაზე მუშაობას კიდევ გავაგრძელებთ. ჩვენი რეზერვებიდან, დაახლოებით, 60 მლნ ბარელი იქნება უზრუნველყოფილი; ასევე შევინარჩუნებთ და ყველაფერს გავაკეთებთ გლობალური მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად.

ერთი რამ მინდა ვთქვა - მესმის, რომ ფინანსური და ნავთობკომპანიები ამ სანქციების გამო მნიშვნელოვანი პრობლემის წინაშე დგანან, მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად, გადაჭარბებული ფასების ზრდას არანაირი გამართლება არ აქვს, რაც ამერიკელ მომხმარებელზე უარყოფითად მოქმედებს.

რუსული აგრესია გავლენას ყველაზე ახდენს; ასე რომ, ჯიბის გასქელების მცდელობა არავის მხრიდან იქნება გამართლებული. აქვე ვახსენებ ნავთობის და გაზის კომპანიებს, რომლებიც რუსული ბაზრიდან გამოდიან და თავისი საქციელით სხვებს აჩვენებენ მაგალითს“, - აღნიშნა ამერიკის პრეზიდენტმა.

მან ყურადღება ორ მნიშვნელოვან საკითხზე გაამახვილა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა და ენერგოდამოუკიდებლობა აშშ-სთვის მნიშვნელოვანია.

"ჩემი ადმინისტრაცია, ისევე როგორც ჩვენ მიერ მიღებული კანონმდებლობა ადგილობრივ წარმოებას არ აფერხებს. პანდემიის დროსაც გაზის და ნავთობის წარმოებამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და ამას შემდეგ წელს კიდევ უფრო გავზრდით. აშშ-ში ზღვაში მოპოვებული ნავთობის 90% სახელმწიფოს მფლობელობის ქვეშაა და ამ ინდუსტრიას ნავთობის მოსაპოვებლად 9 000-მდე ლიცენზია აქვს, რომ ელემენტარულად წყლიდან მოხდეს ნავთობის მოპოვება და ამაში გულახდილები უნდა ვიყოთ.
მეორე ფაქტორი - ეს კრიზისი იმის გვაჩვენებს, რომ ეკონომიკები ენერგოდამოუკიდებელნი უნდა გახდნენ. ვესაუბრებით ევროპის სახელმწიფოებსაც, რომ მათაც შეძლონ რუსეთის ენერგორესურსებისგან დამოუკიდებლობა. ამისთვის ბევრი გამოსავალი არსებობს, საბოლოოდ, ჩვენ ყველამ დამოუკიდებლობას უნდა მივაღწიოთ“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა და განმარტა, რომ ერთ-ერთი გამოსავალი განახლებადი ენერგიების დარგში ინვესტირებაა.

„სუფთა ენერგიაში ინვესტიციები ოჯახების და მომხმარებლისთვის ენერგორესურსებზე ფასებს ვერ დაწევს. ჩვენს მოქალაქეებს მოხმარების შემცირებისკენ მოვუწოდებთ და ვთავაზობთ დახმარებას, რომ სამომავლოდ ხალხის წინაშე საწვავის ღირებულების პრობლემა არ დადგეს. გვინდა, სუფთა ენერგიის წარმოებაში ამერიკა მსოფლიო ლიდერი გავხადოთ, რათა ის იყოს სამაგალითო სხვა ქვეყნებისთვის, ეს არის ის მიზანი, რომლისთვისაც უნდა ვიმუშაოთ“, - თქვა ჯო ბაიდენმა.