მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯო ბაიდენი: მინიმალური საშუალო ხელფასი საათში $15-ს მიაღწევს

608a96869b8cb
ნათია თაქთაქიშვილი
29.04.21 22:39
1247
ამერიკის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი კონგრესის წინაშე წარდგა და ასი დღის განმავლობაში გადადგმულ ნაბიჯებსა და მიღწევებზე ისაუბრა. ბაიდენმა გამოსვლის უდიდესი ნაწილი ქვეყნის შიდა პრობლემებსა და გამოწვევებზე საუბარს დაუთმო. ამის შესახებ ინფრომაციას CNN-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ჯო ბაიდენმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ საშუალო კლასის ამერიკელები „თავს მიტოვებულად“ გრძნობენ, თუმცა პირობას დებს, რომ მის მიერ წარდგენილი ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული გეგმები ამერიკელი მოსახლეობის მდგომარეობას გააუმჯობესეს.

„ჩემო თანამოქალაქენო დროა აშშ-ის ეკონომიკა გაიზარდოს. გპირდებით, რომ ჩემი ინიციატივით მილიონი სამუშაო ადგილი შეიქმნება და აშშ-ის ეკონომიკის ზრდა რეკორდულ ნიშნულს მიაღწევს“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.

ბაიდენის განცხადებით, სამუშაო ადგილების უმრავლესობა ინფრასტრუქტურულ სექტორში შეიქმნება, რომელიც არ მოითხოვს კოლეჯის ხარისხის ფლობას. ბაიდენმა ასევე აღნიშნა, რომ მინიმალური საშუალო ხელფასი საათში 15 აშშ დოლარს მიაღწევს ნაცვლად არსებული 10.95 აშშ დოლარისა, რაც დაახლოებით 37%-იანი ზრდაა.

ბაიდენის განცხადებითვე, მოსახლეობა გაზრდილი ანაზღაურებით მომავალი წლის მარტიდან ისარგებლებს.

პრეზიდენტი ასევე ამბობს, რომ მის ინიციატივებს შორის არის პანდემიის შედეგებთან გამკლავების ფინანსური პაკეტიც, ოჯახების დახმარების გეგმა, სამუშაო ადგილების შექმნისა და ინფრასტრუქტურის განახლების გეგმა, საიმიგრაციო პოლიტიკა, გადასახადები, ტექნოლოგიური და სამეცნიერო პროგრესი, განათლება, პოლიციის რეფორმა, იარაღის კონტროლის საკითხები და კლიმატის ცვლილება.