მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯო ბაიდენი: პუტინს ეგონა NATO-ს დაყოფდა

623f26754a6c8
თამთა ჯიჯავაძე
26.03.22 18:41
970
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინი გაკვირვებულია, ვინაიდან მან ვერ შეძლო NATO-ს დაყოფა უკრაინაში შეჭრის შედეგად. ამის შესახებ თეთრი სახლის ლიდერმა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ვიზიტის დროს განაცხადა, სადაც ის უკრაინის საგარეო და თავდაცვის მინისტრებს შეხვდა.

„დარწმუნებული ვარ, რომ ვლადიმერ პუტინს ჰქონდა გათვლილი რომ შეძლებდა NATO-ს დაყოფას, დაყოფდა აღმოსავლეთსა და დასავლეთს, დაყოფდა ერებს მათ წარსულ ისტორიაზე დაყრდნობით, მაგრამ მან ეს ვერ შეძლო. ჩვენ ყველანი ერთად ვდგავართ“, - განაცხადა ბაიდენმა.

მისივე თქმით, ევროპის სტაბილურობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია აშშ-სთვისაც.

„ჩვენ მივიღეთ სამწუხარო გამოცდილება ორი მსოფლიო ომის დროს, როდესაც ჩვენ გარეთ დავრჩით და არ ჩავერთეთ ევროპის სტაბილურობის საკითხში“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.