აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 500 მილიონ სწრაფ ტესტს ყიდულობს, რათა კოვიდტესტირება ამერიკის მოსახლეობისთვის უფასოდ იყოს ხელმისაწვდომი და უფრო მეტმა მოქალაქემ შეძლოს ტესტის გაკეთება მსოფლიოში კორონავირუსის ახალი შტამის ფართოდ გავრცელების ფონზე. ინფორმაციას BBC ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ბაიდენმა განაცხადა, რომ მასშტაბური კოვიდტესტირების გარდა, ის მაქსიმალურ მხარდაჭერას უცხადებს საავადმყოფოებს, რათა ქვეყანაში ახალი „ლოქდაუნის“ საჭიროება არ დადგეს.
„ეს 2020 წლის მარტი არაა, ჩვენ უფრო მომზადებულები ვართ, უფრო მეტი ვიცით“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.
ცნობისთვის, აშშ-ში კოვიდინფიცირების ახალ შემთხვევათა თითქმის სამი მეოთხედი „ომიკრონზე“ მოდის, შესაბამისად, ახალი შტამი ქვეყანაში დომინანტად დასახელდა. შეგახსენებთ, რომ „ომიკრონი“ თავდაპირველად სამხრეთ აფრიკაში გასულ თვეს დაფიქსირდა, თუმცა დღეის მდგომარეობით ის მსოფლიო მასშტაბით ფართოდ გავრცელებულია.
ამასთან, აშშ-ში „ომიკრონით“ გარდაცვალების მხოლოდ ერთი შემთხვევაა დაფიქსირებული: ახალი შტამით ტეხასის შტატში 50 წლის მამაკაცი დაიღუპა, რომელსაც ჯანმრთელობის ქრონიკული დაავადება აწუხებდა და აცრილი არ იყო. დღეის მდგომარეობით, ქვეყანაში Covid 19-ის წინააღმდეგ მოსახლეობის 73%-ია სრულად აცრილი.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ