მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯო ბაიდენის ეროვნული უშიშროების მრჩეველი: შეშფოთებული ვართ ნიკა მელიას დაკავებით

6035f5006b7c4
BM.GE
24.02.21 10:47
561
აშშ-ის თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების მრჩეველი ჯეიკ სალივანი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა. Twitter-ის გვერდზე გამოქვეყნებული პოსტით სალივანი აღნიშნავს, რომ აშშ საქართველოში ოპოზიციური პარტიის ლიდერის ნიკა მელიას დაკავებით შეშფოთებულია. 

"ჩვენ შეშფოთებული ვართ ნიკა მელიას დაკავებით. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, თავიდან აიცილონ ვითარების გამწვავება და დაუბრუნდნენ მოლაპარაკებებს, რათა მხარი დაუჭირონ საქართველოს დემოკრატიას" - წერს სალივანი და აზიარებს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის განცხადებას საქართველოში მომხდართან დაკავშირებით. 

პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია გუშინ, პარტიის ოფისში დააკავეს. სპეციალური დანიშნულების რაზმმა ოფისში წიწაკის სპრეი გაუშვა, რის შემდეგაც მელიას მხარდამჭერებმა წინააღმდეგობის გაწევა ვერ შეძლეს და სპეცრაზმმა მელია დააკავა.

მომხდარს საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან მწვავე შეფასებები უკვე მოჰყვა. ისინი საქართველოს მთავრობას თავშეკავებისკენ და დემოკრატიის ერთგულებისკენ მოუწოდებენ.