მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯო ბაიდენმა უკრაინისათვის დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა

6297aa1459f98
ალა ისპირიანი
01.06.22 22:42
1001
აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენმა უკრაინისათვის დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

„ვაცხადებ უსაფრთხოების მნიშვნელოვან ახალ პაკეტს უკრაინელი სამხედროებისთვის დახმარების უზრუნველსაყოფად. დამატებითი დაფინანსების წყალობით, რომელიც აშშ-ს კონგრესში ორპარტიული მხარდაჭერითაა მიღებული, შეერთებული შტატები შეძლებს უკრაინას მეტი იარაღი მიაწოდოს, რომელსაც ისინი რუსული თავდასხმების მოსაგერიებლად ეფექტიანად იყენებენ“, - თქვა ბაიდენმა და დასძინა, რომ აშშ გააგრძელებს დახმარებას უკრაინის თავისუფლებისთვის ბრძოლის მხარდასაჭერად.

ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ სისტემები, რომლებსაც აშშ უკრაინას უგზავნის, აღიჭურვება საბრძოლო მასალებით, რომლებიც უკრაინას რაკეტების გაშვების საშუალებას დაახლოებით 49 მილის მანძილზე მისცემს.

გამოცემის ინფორმაციით, უსაფრთხოების დახმარების ახალი პაკეტი ასევე მოიცავს საჰაერო სათვალთვალო რადარებს, დამატებით Javelin-ის ტანკსაწინააღმდეგო იარაღს, ჯავშანსაწინააღმდეგო იარაღს, ვერტმფრენებს, ტაქტიკურ მანქანებს და სათადარიგო ნაწილებს.