ოთხშაბათს ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დააანონსა, რომ USAID-ის ხელმძღვანელის კანდიდატად გაერო-ში აშშ-ის ყოფილ ელჩს, სამანტა პაუერს ასახელებს. ამასთან, ბაიდენი USAID– ის ადმინისტრატორის პოზიციის ამაღლებასაც გეგმავს იმისთვის, რომ ის ეროვნული ადმინისტრაციის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წევრი გახდეს.
პაუერის ნომინირების მაგალითით ჯო ბაიდენი ხაზს უსვამს, რომ ის ობამას ადმინისტრაციაში მაღალ თანამდებობებზე მომუშავე პირებს ენდობა - სამანტა პაუერი გაერო-ში აშშ-ის ელჩად 2013–2017 წლებში მუშაობდა.
განცხადებაში ბაიდენი პაუერს აღწერს, როგორც ”მსოფლიოში ცნობიერების სინდისისა და ზნეობრივი სიწმინდის ხმას” და აღნიშნავს, რომ ის პირადად შეესწრო პაუერის ”შეუდარებელ ცოდნას და დაუღალავ ერთგულებას ამერიკის მიმართ“.
„მისი გამოცდილება და პერსპექტივა აშშ-ისთვის აუცილებელი იქნება, რადგან ჩვენი ქვეყანა მსოფლიო ასპარეზზე კვლავ მოწინავე პოზიციას იკავებს. როგორც USAID-ის ხელმძღვანელი, სამანტა პაუერი იქნება ძლიერი ძალა სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის, ახალი ეპოქის დასაწყებად და გლობალური მასშტაბით ამერიკული ინტერესების განვითარებისათვის“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.
თუ პაუერის თანამდებობა დამტკიცდება, ის უხელმძღვანელებს სამთავრობო უწყებას, რომელიც პასუხისმგებელია მსოფლიოში მშვიდობიანი მოსახლეობის დახმარების განაწილებაზე. საგულისხმოა, რომ ამ მხრივ USAID-ის მდგომარეობა ბოლო წლებში შეიცვალა, რადგან პრეზიდენტმა ტრამპმა დახმარების პროგრამები შეამცირა.
„ჩვენი უსაფრთხოება უკავშირდება იმ ადამიანების უსაფრთხოებას, რომლებიც სხვა ქვეყნებშიც ცხოვრობენ. დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში ბევრ პრობლემას განვიხილავთ - პანდემიას, ეკონომიკურ კრიზისს, კლიმატის შედეგებს, კანონის უზენაესობის საფრთხეს და დემოკრატიასაც კი - ეს ის საკითხებია, რომლებიც მთელი მსოფლიოსთვის გამოწვევად რჩება“, - განაცხადა სამატა პაუერმა.
სამანტა პაუერმა კარიერა ომის კორესპოდენტობით დაიწყო, ხოლო მოგვიანებით ის ჰარვარდის კენედის სკოლის ადამიანის უფლებათა პოლიტიკის Carr Center-ის დამფუძნებელი დირექტორი გახდა, სანამ საჯარო კარიერას იწყობდა. ის ამჟამად ჰარვარდის კენედის სკოლის პროფესორია.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
რატომ შეიკრიბა 400 ექიმი ჩაქვში? - ღონისძიების ორგანიზატორი
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა