საქართველოში 2020 წლის ბოლოდან ამოქმედებული კანონის შესაბამისად, ქვეყანაში კომპანიათა შერწყმის (კონცენტრაციის) რეგულირება კონკურენციის სააგენტოს უფლებამოსილებაში ექცევა. დღეს სააგენტომ აღნიშნული მიმართულებით არსებული სტატისტიკური ანგარიში წარადგინა, რომლის მიხედვითაც, მათ 2021 წლის მესამე კვარტალში 3 988 კონცენტრაცია შეისწავლეს, ხოლო 2020 წლის ნოემბრიდან მოყოლებული, შესწავლილი კონცენტრაციების რაოდენობაა 16,552.
“საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, წინასწარ შეტყობინებას დაქვემდებარებული კონცენტრაციების შესაძლო ფაქტების შეუტყობინებლობის გამოვლენის მიზნით, 2021 წლის 1 ივლისიდან 2021 წლის 30 სექტემბრის პერიოდში, რეგისტრირებული ეკონომიკური აგენტების მიერ განხორციელებული კონცენტრაციები შეისწავლა.
“საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან“ მიღებული ინფორმაციის მიხედვით, ქვეყანაში რეგისტრირებულია 3988 კონცენტრაცია. რეგისტრირებულ კონცენტრაციებში მონაწილე მხარეების წლიური ბრუნვა, წინასწარი შეტყობინების ვალდებულების წარმოშობისთვის აუცილებელ კრიტერიუმს 3987 შემთხვევა არ აკმაყოფილებდა. 1 შემთხვევა აკმაყოფილებდა აღნიშნულ კრიტერიუმს, თუმცა კონკურენციის კანონმდებლობით გათვალისწინებულ გამონაკლისებში ექცევა.
2020 წლის 4 ნოემბრიდან 2021 წლის 30 სექტემბრის პერიოდში, განახლებული “კონკურენციის შესახებ’’ კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე, სააგენტომ სულ 16 552 კონცენტრაცია შეისწავლა.
აღნიშნულ პერიოდში, უწყებამ კონცენტრაციის შესახებ შეტყობინების წარმოუდგენლობის გამო საყოფაცხოვრებო და ინდუსტრიული ტექნიკით ვაჭრობა/მონტაჟის სფეროში მოქმედი ეკონომიკურ აგენტი 15 000 ლარის ოდენობით დააჯარიმა. ამ საქმესთან დაკავშირებით ამჟამად საქმისწარმოება მიმდინარეობს.
ამავე პერიოდში, წასახემსებელი პროდუქტების ბაზარზე მოქმედი კომპანიების საქართველოს წარმომადგენლობებს შორის დაგეგმილ კონცენტრაციაზე გაიცა ნებართვა.
ინფორმაციისთვის: კონკურენციის ეროვნული სააგენტოსთვის შეტყობინებას ექვემდებარება კონცენტრაცია, თუ მისი მონაწილე პირების ერთობლივი (ჯამური) წლიური ბრუნვა საქართველოს ტერიტორიაზე, შეტყობინების წარმოდგენის ვალდებულების წარმოშობის წინა ფინანსური წლის მდგომარეობით, აღემატება 20 მილიონ ლარს და ამასთან, კონცენტრაციის მონაწილე მინიმუმ ორი პირიდან თითოეულის წლიური ბრუნვა აღემატება 5 მილიონ ლარს. სააგენტოს გვერდის ავლით, უწყების მიერ შეტყობინების განხილვამდე ან უარყოფითი დასკვნის მიუხედავად კონცენტრაციის განხორციელების შემთხვევებში განისაზღვრება ჯარიმა - მაქსიმუმ, 5%-მდე მოცულობით. კონცენტრაციის შესახებ შეტყობინების განხილვის საფასურია 5000 ლარი", - ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ იფნორმაციაში.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი