მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

John Lewis-ი სამშენებლო სექტორში ჩართვას აპირებს

60e2f3b703d3f
ნათია თაქთაქიშვილი
05.07.21 21:28
646
ბრენდი John Lewis-ი სამშენებლო სექტორში ჩართვას აპირებს, შესაბამისად ბრენდის სახელწოდება შესაძლოა მალე საცხოვრებელი სახლების ფასადებზეც გამოჩნდეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ საცალო გაყიდვების მაღაზიათა ქსელი ამ ნაბიჯით არასაკმარისი საცხოვრებელი სახლების პრობლემის გადაჭრას ცდილობს, შედეგად კი თავად კომპანია მყარ შემოსავალს მიიღებს გრძელვადიან პერსპექტივაში.

ბრენდის თქმით, კომპანია საწყის ეტაპზე 10,000 საცხოვრებელი სახლის აშენებას განიხილავს, რომლის როგორც გაქირავების, ასევე პირად საკუთრებაში გამოყენების შესაძლებლობას მისცემს მფლობელს.

კომპანიის განცხადებით, 10,000 ბინიდან ნაწილი სტუდიოს ტიპის ბინა იქნება, ხოლო ნაწილი დიდი ზომის სახლები. John Lewis-ი ბინათმშენებლობის წამოწყებას საკუთარი მაღაზიების საპარკინგე ადგილებზე გეგმავს, ასევე სახლების აშენება განიხილება სრულიად ახალ ტერიტორიებზეც.