მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Johnnie Walker-ი მუყაოს ბოთლებში გაიყიდება

5f0d98180f435
ნათია თაქთაქიშვილი
14.07.20 16:15
807
Johnnie Walker-ის მფლობელი კომპანია Diageo აცხადებს, რომ კომპანია მომავალი წლიდან პროდუქციის ეკო-მეგობრული შეფუთვით წარმოებას გეგმავს. Diageo ცდილობს, მაქსიმალურად შეამციროს პლასტიკატის გამოყენება მის ბრენდებში. ამის შესახებ ინფორმაციას  BBC-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, მართალია, Johnnie Walker-ი მინის ბოთლებში იყიდება და პლასტიკატთან შეხება არ აქვს, მაგრამ მინის წარმოებაც დიდ ხარჯებს მოითხოვს, მოიხმარს დიდი რაოდენობით ენერგიას და ხელს უწყობს ნახშირორჟანგის გამოყოფას.

კომპანია Diageo მუყაოს ბოთლების წარმოებას ფირმა Pulpex-თან თანამშრომლობით გეგმავს, რომელიც, ასევე, მოყაოს შეფუთვებს მიაწვდის Unilever-სა და PepsiCo-ს.

Diageo მუყაოს ბოთელების ვისკებისთვის გამოყენებას 2021 წლის გაზაფხულიდან აპირებს და აცხადებს, რომ აღნიშნული ბოთლები მთლიანად გადამუშავებადი და ეკო-მეგობრული იქნება.