მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Johnson & Johnson: ჩვენი ვაქცინა ადამიანებს კორონავირუსისგან 94%-ით იცავს

6149d492876fe
ნათია თაქთაქიშვილი
21.09.21 17:05
505
ფარმაცევტულმა კომპანია Johnson & Johnson-მა ბოლო კვლევები გამოაქვეყნა, რომლის საფუძველზეც აცხადებს, რომ მათი ვაქცინის ორი დოზა კორონავირუსისგან 94%-ით იცავს. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, Johnson & Johnson-ის ვაქცინის ერთი დოზა კორონავირუსის წინააღმდეგ 81%-ით ეფექტიანია.

გამოცემა წერს, რომ Johnson & Johnson-ის ვაქცინის ორ დოზას უკეთესი დაცვა აქვს Moderna-ს და Pfizer-ის ორ დოზასთან შედარებით, შესაბამისად, Johnson & Johnson-ის ვაქცინა ადამიანის იმუნიტეტს კიდევ უფრო აძლიერებს.

"ჩვენ გვაქვს რეალური მტკიცებულებები მე-3 ფაზის კვლევებზე დაყრდნობით, რომლებიც ცხადყოფენ, რომ Johnson & Johnson-ის ვაქცინა უზრუნველყოფს ძლიერ და ხანგრძლივ დაცვას COVID-19-თან დაკავშირებული ჰოსპიტალიზაციისგან", - აცხადებს დოქტორი მათაი მამენი, Janssen Research & Development-ის გლობალური ხელმძღვანელი.

მისივე თქმით, Johnson & Johnson-ის ვაქცინის ერთი დოზა წარმოქმნის ძლიერ იმუნურ პასუხს და ხანგრძლივ იმუნურ მეხსიერებას, ხოლო ეგრეთწოდებული „ბუსტერი“ დოზა კიდევ უფრო აძლიერებს ადამიანის იმუნიტეტს.

გამოცემა წერს, რომ Johnson & Johnson-ის ვაქცინის მეორე დოზის მიღება 6 თვის შემდეგ ადამიანის იმუნურ სისტემას თითქმის 12-ჯერ აძლიერებს, ნაცვლად 2 თვეში მიღებული მეორე დოზისა, რომლებიც იმუნიტეტს, დაახლოებით, 4-ჯერ ზრდის.

შეგახსენებთ, რომ Johnson & Johnson-მა სწაფი ავტორიზაცია აშშ-ის საკვებისა და წამლის სააგენტოსგან 27 თებერვალს მიიღო და ვაქცინა, დაახლოებით, 14.8 მილიონ ამერიკელს გაუკეთდა.