27.აგვისტო .2019 22:20

Johnson & Johnson-ი $572 მილიონით დააჯარიმეს

views 326
უკან

ფარმაცევტული კომპანია Johnson & Johnson-ი ტკივილგამაყუჩებლების არალეგალური მარკეტინგისთვის დააჯარიმეს. ამერიკულ კომპანიას ოკლაჰომის შტატის სასამართლომ 572 მილიონ დოლარიანი ჯარიმა დააკისრა.

როგორც სააგენტო Reuters-ი იუწყება, ფარმაცევტული კომპანია მომხმარებლებს ისეთ ტკივილგამაყუჩებელ საშუალებებს სთავაზობდა, რომლებიც ქვეყააში ოპიოიდურ კრიზისს ამწვავებდა და ტკივილგამაყუჩებლებზე დამოკიდებულების "ეპიდემიას" ხელს უწყობდა. კერძოდ კი საუბარია მთელ რიგ ტკივილგამაყუჩებლებზე, რომელთა შესახებაც კომპანია როგორც ექიმებს, ასევე მთელ საზოგადოებას მცდარ ინფორმაციას აწვდიდა. 

Johnson & Johnson-ი სასამართლოს გადაწყვეტილებას არ იზიარებს და გასაჩივრებას აპირებს. კომპანიაში აცხადებენ, რომ მათ მიერ მედიკამენტების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია FDA-ს მოთხოვნებთან სრულ თანხვედრაში იყო. 

აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრის თანახმად, 1999 და 2017 წლებში ოპიოიდების კრიზისს დაახლოებით 400,000 ადამიანი ემსხვერპლა. 

აღსანიშნავია, რომ 2018 წელს, შეერთებულ შტატებში ნარკომომხმარების შედეგად დაღუპულთა რიცხვი საგრძნობლად შემცირდა. აშშ-ს ჯანდაცვის ორგანოების მონაცემებით, 2018 წელს წამალდამოკიდებულებას 68,600 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 2017 წელს ეს რიცხვი დაახლოებით 72,200 -შეადგენდა.