21.აპრილი .2021 17:57

Johnson & Johnson-ი ევროპისთვის ვაქცინის მიწოდებას განაახლებს

Johnson & Johnson-ი ევროპისთვის ვაქცინის მიწოდებას განაახლებს
views 266
უკან

Johnson & Johnson-ი ევროპისთვის COVID-ვაქცინის მიწოდებას განაახლებს. Reuters-ის ინფორმაციით, აღნიშნული მას შემდეგ გადაწყდა, რაც ევროპის მარეგულირებელმა განაცხადა, რომ ვაქცინის დადებითი მხარეები  პოტენციური თრომბოემბოლიის შემთხვევებს მნიშვნელოვნად აჭარბებს.

როგორც Johnson & Johnson-ში აცხადებენ, პრეპარატით გამოწვეული თრომბოემბოლიის შემთხვევები იმდენად იშვიათია, რომ მკურნალობის საჭირო სტანდარტების დაცვის და სწორი დიაგნოზის შემთხვევაში, ვაქცინაციის განახლება შესაძლებელია.

ამასთან, კომპანია აცხადებს, რომ Johnson & Johnson-მა 200 მილიონი დოზა ვაქცინა მიაწოდა ევროპას, 100 მილიონი დოზა - აშშ-ს და ასევეპანდემიის დასრულებამდე არაკომერციული მიზნით 100 მილიონი კოვიდ-ვაქცინის გასხვისებას გეგმავს.

გამოცემა წერს, რომ Johnson & Johnson-ის გაყიდვები 7.9%-ით გაიზარდა და 22.32 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. ასევე აღსანიშნავია, რომ კომპანიის აქციებზე ფასი 2%-ით გაიზარდა.