მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Johnson & Johnson-ი წელს COVID-ვაქცინების გაყიდვებიდან $2.5 მილიარდის შემოსავალს ელის

60f8266e3f605
ნათია თაქთაქიშვილი
21.07.21 20:00
613
ფარმაცევტული კომპანია Johnson & Johnson-ი წელს COVID-ვაქცინების გაყიდვებიდან $2.5 მილიარდის შემოსავალს ელის, მიუხედავად იმისა, რომ გავრცელებული ინფორმაციით, ვაქცინის ეფექტიანობა "დელტა" შტამის მიმართ არცთუ ისე მაღალია. ინფორმაციას CNBC ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ფარმაცევტულმა კომპანიამ მხოლოდ მიმდინარე წლის მეორე კვარტალში 164 მილიონი დოლარის ღირებულების კორონავირუსის ვაქცინის რეალიზაცია შეძლო.

ამასთან, გავრცელებულ ინფორმაციას, დელტა შტამის მიმართ ვაქცინის ნაკლებეფექტიანობასთან დაკავშირებით, ეწინააღმდეგება კომპანიის კვლევა, რომლის თანახმადაც, ვაქცინა ეფექტიანია დელტა შტამის მიმართაც.

როგორც კომპანიის კვლევაშია აღნიშნული, Johnson & Johnson-ის COVID-ვაქცინით აცრილები მძიმედ ინფიცირებისგან და ჰოსპიტალიზაციისგან დაცულები არიან.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მონაცემებით, ქვეყანაში დელტა შტამით ინფიცირებულთა რაოდენობა რეკორდულია და ინფიცირების ახალი შემთხვევების 83% სწორედ დელტა შტამზე მოდის.