მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Johnson & Johnson–ის ვაქცინას ავტორიზაცია მიენიჭა – აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება

603b3df7c840e
BM.GE
28.02.21 10:49
1031
აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ(FDA) Johnson & Johnson–ის Covid-19–ის საწინააღმდეგო ვაქცინას ავტორიზაცია მიანიჭა. შესაბამისი გადაწყვეტილება ადმინისტრაციამ შაბათს მიიღო და ახალ ვაქცინას ე.წ. "გადაუდებელი გამოყენების” ავტორიზაცია მიანიჭა. შესაბამისად, Johnson & Johnson–ის ვაქცინა ამერიკული ავტორიზაციის მქონე მესამე ვაქცინაა.

აღსანიშნავია, რომ Covid-19–ის წინააღმდეგ Johnson & Johnson–ის ვაქცინის მხოლოდ ერთი დოზაა საჭირო. ამერიკული მედიის ინფორმაციით, მილიონობით დოზა ვაქცინის მიღებას აშშ მომდევნო კვირის დასაწყისიდან შეძლებს. Johnson & Johnson პირობას დებს, რომ აშშ–ისთვის ივნისის დასასრულამდე 100 მილიონ დოზა ვაქცინას გამოუშვებს. ამის პარალელურად აშშ 600 მილიონ დოზა ვაქცინას, რომლებიც Fizer-BioNTech–ისა და Moderna–ს მიერ არის დამზადებული, ივლისის ბოლოს მიიღებს.

ახალი ვაქცინა 72%–იან ეფექტურობას აჩვენებს, რაც ჩამოუვარდება
მოდერნასა” და “ფაიზერის” 95%–იან ეფექტიანობას, თუმცა, Johnson & Johnson–ის ვაქცინა 85%–იან ეფექტიანობას აჩვენებს კორონავირუსის მძიმე ფორმების წინააღმდეგ და 100%–იან ეფექტიანობას სიკვდილიანობის წინააღმდეგ. გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც აშშ–მ გაანალიზა სამხრეთ აფრიკისა და ბრაზილიის მონაცემები, სადაც ვაქცინის ცდები მიმდინარეობდა. 

“დაკვირვებით გადავხედეთ იმ მონაცემებს, რომლებიც ახალი ვაქცინის გარშემო გვაქვს და ვაქცინის პოტენციური სარგებლიანობა, რაც ჩვენთვის არის ცნობილი, ბევრად აღემატება პოტენციურ რისკებს, ასევე რაც ცნობილი და გამოკვლეულია”,– განაცხადეს FDA-ში.