მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Johnson&Johnson-ი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ტესტირებას სექტემბრიდან იწყებს

5e81f3472898f
ნათია თაქთაქიშვილი
31.03.20 00:00
985
ფარმაცევტულმა კომპანია Johnson & Johnson-მა განაცხადა, რომ კომპანია კორონავირუსის საწინააღმდეგო ექპერიმენტალური ვაქცინის ტესტირებას ადამიანებზე სექტემბრიდან დაიწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას CNBC-ი ავრცლებს.

როგორც გამოცემა წერს, ვაქცინა ხელმისაწვდომი გახდება სავარაუდოდ 2021 წლის დასაწყისიდან გადაუდებელი შემთხვევების დროს.

კომპანია Johnson & Johnson-მა Biomedical Advanced Research and Development Authority-ისთან ერთად 1 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია ჩადო ვაქცინის შექმნაში.

კომპანია აღნიშნავს, რომ Johnson & Johnson-ი პრეპარატის წარმოების ზრდაზეც იქიფრებს თუკი წამალი სექტემბერში წარმატებით გაივლის კლინიკურ ტესტირებას. Johnson & Johnson-ი იმედოვნებს, რომ 1 მილიარდზე მეტი ვაქცინის წარმოებას შეძლებს.

„მსოფლიოს ჯანდაცვის სექტორში სერიოზული კრიზისია და ჩვენ ვცდილობთ ჩვენი წილი მოვალეობის შესრულებას COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში. გვინდა ვაქცინა რაც შეიძლება მალე გახდეს ხემისაწვდომი მსოფლიო ბაზარზე“, - განაცხადა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ალექს გორსკიმ.

როგორც გორსკი აღნიშნავს, კომპანიამ ვაქცინაზე მუშაობა ჯერ კიდევ იანვრის თვიდან დაიწყო.

30 მარტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 724,428 შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაიცვალა 34,007 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 152,065 ინფიცირებული.