14.ივნისი .2021 22:20

Johnson&Johnson-ის CEO: მოსახლეობას კოვიდ-ვაქცინასთან ერთად გრიპის ვაქცინის გაკეთებაც მოუწევს

Johnson&Johnson-ის CEO: მოსახლეობას კოვიდ-ვაქცინასთან ერთად გრიპის ვაქცინის გაკეთებაც მოუწევს
views 406
უკან

Johnson & Johnson-ის აღმასრულებელი დირექტორის ალექს გორსკის განცხადებით, მოსახლეობას მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში COVID-ვაქცინის ე.წ ბუსტერ დოზებთან ერთად გრიპის ვაქცინის გაკეთებაც მოუწევთ. ამის შესახებ ინფორმაციას CNBC-ი ავრცელებს.

მისივე თქმით, მოსახლეობას დამატებითი დოზა ვაქცინის მიღება მანამდე მოუწევთ, სანამ ჯოგური იმუნიტეტი არ გამომუშავდება გლობალურ დონეზე, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებენ მეცნიერები სწრაფად გადამდები ვირუსის შეჩერებას.

„მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში მოსახლეობას COVID-ვაქცინასთან ერთად გრიპის ვაქცინის გაკეთებაც მოუწევთ, რადგან კორონავირუსის სხვა ვარიანტები გავრცელებას განაგრძობს“, - განცხადა ალექს გორსკიმ.

როგორც უმეტესი COVID-ვაქცინის მწარმოებელი კომპანიები აცხადებენ, მოსახლეობას დაახლოებით წელიწადში ერთხელ მოუწევთ დამატებითი დოზა ვაქცინის მიღება.

BioNTech-ის CEO უგურ შაჰინი კი აღნიშნავს, რომ კვლევების მიხედვით, ვაქცინის მიერ გამომუშავებული იმუნიტეტი დაახლოებით რვა თვეში მცირდება და სწორედ ამიტომ არის საჭირო დამატებითი დოზა ვაქცინის მიღება.