მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Johnson&Johnson-ის ვაქცინა შესაძლოა დონაციის პროგრამით შემოვიტანოთ, მისი შესყიდვა არ იგეგმება - გაბუნია

612cb66465a09
თამთა ჯიჯავაძე
30.08.21 14:53
866
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას განცხადებით, Johnson&Johnson-ის კოვიდ-ვაქცინის შემოტანაზე საუბარი მხოლოდ დონაციის პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს.

მისივე თქმით, ამ კონკრეტული ვაქცინის შესყიდვას მთავრობა არ გეგმავს.

"ამ ვაქცინის მოწოდება შესაძლოა COVAX-იდანაც მოხდეს, რომელიც ცოტა ხანში მოგვაწვდის განახლებულ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რისი მოლოდინი შეიძლება გვქონდეს წლის ბოლომდე.

„მოდერნასთანაც“, ჯერჯერობით, პირდაპირი შესყიდვის ხელშეკრულებაზე მუშაობა არ გვაქვს. საკმარისია ის ვაქცინები, რაც გვაქვს.

„ნოვავაქსზე“ მიმდინარეობს ასევე კონსულტაციები COVAX-თან, მაგრამ ჯერჯერობით დადასტურებული პასუხი არ მიგვიღია“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე ქვეყანაში ვაქცინის 2 მლნ-ზე მეტი თავისუფალი დოზაა.