ამერიკულმა ფარმაცევტულმა კომპანიამ Johnson & Johnson-მა აშშ-ს სურსათისა და წამლის ადმინისტრაციას (FDA) კოვიდ-ვაქცინის ავტორიზაციისთვის მიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
გამოცემის მიხედვით, არსებული კლინიკური კვლევების საფუძველზე ირკვევა, რომ პრეპარატის ერთი დოზა 85%-ით ეფექტურია კორონავირუსის წინააღმდეგ.
„დღევანდელი ჩვენი განაცხადი ვაქცინის გამოყენებაზე არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი ამ დაავადების შემცირებისკენ და პანდემიის გლობალურად დასრულებისკენ“, - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
Johnson & Johnson-ში ამბობენ, რომ კომპანია მზადაა ვაქცინების მიწოდება დაიწყოს თანხმობის მიღებისთანავე. კომპანია ასევე გეგმავს ანალოგიური განაცხადით მიმართოს ევროკავშირში მოქმედ მარეგულირებელ ორგანოსაც.
გამოცემა წერს, რომ აშშ-ის მთავრობამ Johnson & Johnson-ს უკვე შეუკვეთა 100 მილიონი ვაქცინის დოზა, კომპანიაში აღნიშნავენ, რომ Johnson & Johnson-ი პრეპარატის მიწოდებას ივნისისთვის შეძლებს.
შეგახსენებთ, აშშ-ისა და ევროკავშირის ქვეყნებში Pfizer/BioNTech-ის და Moderna-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებია ნებადართული.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
მილიარდობით რუპია გვაქვს ინდურ ბანკებში, რასაც ვერ ვიყენებთ - ლავროვი
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი