03.მაისი.2016 11:54
მსოფლიო

Johnson&Johnson პროდუქციაში კიბოს გამომწვევი ნივთიერების გამო დამატებით $55 მილიონის გადახდა დაევალა

Johnson&Johnson პროდუქციაში კიბოს გამომწვევი ნივთიერების გამო დამატებით $55 მილიონის გადახდა დაევალა
Johnson&Johnson პროდუქციაში კიბოს გამომწვევი ნივთიერების გამო $55 მილიონის გადახდა დაევალა. ამჯერად კომპანიას თანხის გადახდა ქალბატონის საჩივრის გამო მოუწევს, რომლის მტკიცებითაც მას საკვერცხის კიბო კომპანიის ჰიგიენური პროდუქციის წლების განმავლობაში მოხმარების გამო გაუჩნდა.
 
კომპანიის წინააღმდეგ ამერიკაში 1200-მდე საჩივარია შესული. ეს კი უკვე კომპანიის დაჯარიმების მეორე მსხვილი შემთხვევაა. შეგახსენებთ, რომ თებერვალში კომპანიას კიბოთი გარდაცვლილი ქალბატონის გამო 72 მილიონი დოლარის გადახდა დაევალა.

ნაფიცმა მსაჯულებმა კომპანია გულგრილობაში, თაღლითობასა და შეთქმულებაში სცნეს დამნაშავედ.

ადვოკატების ინფორმაციით, კომპანიამ შესაძლო საფრთხებზე ჯერ კიდევ 1980-იანი წლებიდან იცოდა, თუმცა პრევენციის გზებისთვის არ მიუმართავს.

J&J-ის სპიკერი აცხადებს, რომ კვლევა 30 წლის პერიოდს მოიცავს და კომპანია განაგრძობს უსაფრთხოების კუთხით პროდუქციის შესწავლას.

სასამართლოს გადაწყვეტილებიდან 1 საათში კომპანიის აქციების ფასი 18%-ით დაეცა.

სასამართლომ J&J-ს კიბოთი გარდაცვლილი ქალბატონის ოჯახისთვის, 72 მილიონი დოლარის გადახდა დაავალა

24.აპრილი.2019 00:07
304

Bloomberg: მსოფლიოს ყველაზე უიღბლო ეკონომიკების მქონე ქვეყნები

ვრცლად
23.აპრილი.2019 00:26
254

Fox Business: 18-დან 34 წლამდე ადამიანების ძირითადი ნაწილი ფინანსურად მშობლებზეა დამოკიდებული

ვრცლად
23.აპრილი.2019 00:10
719

აშშ-მექსიკა-კანადის ახალი შეთანხმება ამერიკას $68 მლრდ-ს მოუტანს

ვრცლად
22.აპრილი.2019 20:50
936

შრი-ლანკას ტერაქტს დანიელი მილიარდერის შვილები ემსხვერპლნენ

ვრცლად
22.აპრილი.2019 12:20
410

საქართველოში ბენზინი გაძვირდა - ბაზრის მიმოხილვა

ვრცლად
22.აპრილი.2019 10:47
1593

ზელენსკი ლუცენკოზე, პოროშენკოსა და თავის გეგმებზე

ვრცლად