მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯონ შერმანი Kansas City Royals-ს 1 მილიარდ დოლარად ყიდულობს

5dde1261271a7
BM.GE
27.11.19 17:40
895
ბეისბოლის გუნდის ღირებულებამ შეიძლება 3-ჯერ მოიმატოს, ყოველგვარი საფონდო ბირჟაზე დალისტვის გარეშე, თუკი მისი შემძენი Kansas City-ის მილიონერი ბიზნესმენია.

ჯონ შერმანმა Kansas City Royals-ში 1 მილიარდი აშშ დოლარი გადაუხადა დავიდ გლასს. ხოლო, თავის მხრივ, გლასმა ბეისბოლის გუნდი 96 მილიონ აშშ დოლარად შეიძინა 2000 წელს.

აღსანიშნავია, რომ Kansas City Royals-მა 233 მილიონი აშშ დოლარის მოგება მიიღო 2018 წელს. გლასის მფლობელობის დროს გუნდმა 19 სეზონი ჩაატარა და 3 სეზონის მოგება მოახერხა, მათ შორის მსოფლიო ჩემპიონიც გახდა 2015 წელს.

უნდა აღნიშნოს, რომ ბეისბოლის გუნდებს, როგორც სხვა დანარჩენ სპორტულ გუნდებს, კარგი შემოსავლები აქვთ მედიაზე მიცემული ტრანსლირების უფლებებიდან. მაგალითად, გასულ სეზონს Kansas City Royals-მა 25 მილიონი აშშ დოლარი მიიღო Fox Sports-თან დადებული გარიგებით.