მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჯორჯიან ეარვეისი" ყოველთვის დარჩება მთავრობის და ხალხის გვერდში - პასუხი გახარიას

5e78dafc1f93f
თელარა გელანტია
23.03.20 19:48
2282
„ვაცხადებთ, რომ ადგილი ჰქონდა ჩვენთვის სამწუხარო გაუგებრობას, ამ წუთისათვის ჩვენი მხრიდან ყველა ხარვეზი აღმოფხვრილია“, - ამის შესახებ „ჯორჯიან ეარვეისის“ განცხადებაშია ნათქვამი, რომლითაც კომპანია გუშინ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მიერ გაკეთებულ შეფასებას ეხმაურება.

„ვაცხადებთ, რომ ადგილი ჰქონდა ჩვენთვის სამწუხარო გაუგებრობას, ამ წუთისათვის ჩვენი მხრიდან ყველა ხარვეზი აღმოფხვრილია. გარწმუნებთ, რომ „ჯორჯიან ეარვეის“-ის ერთ მუშტად შეკრული კოლექტივი როგორც ყოველთვის დარჩება საქართველოს მთავრობის და ხალხის გვერდში, იმოქმედებს საგანგებო სიტუაციის მოთხოვნებითა და წესებით.

მიუხედავად იმისა, რომ ავიაკომპანია უმძიმეს პირობებში იმყოფება, ჩვენ მზად ვართ საკუთარი ხალხის უსაფრთხოებისათვის შესაძლებლობების მაქსიმუმი გავაკეთოთ”, - აცხადებს „ჯორჯიან ეარვეისის“ გენერალური დირექტორი რომან ბოკერია.