ქვეყანაში არსებული ეპიდსაშიში მდგომარეობის გათვალისწინებით, „ჯორჯიან მანგანეზი“ დასაქმებულების უსაფრთხოების მიზნით, პრევენციულ ღონისძიებებს ამკაცრებს.
როგორც bm.ge-ს კომპანიიდან აცნობეს, საწარმოო ობიექტებზე გამკაცრებულ რეჟიმში გრძელდება დასაქმებულების ყოველდღიური თერმოსკრინინგი, რომლის შედეგები, მონიტორინგის მიზნით, წერილობითი ფორმით შესაბამის ჟურნალში ფიქსირდება.
მათივე ინფორმაციით, კომპანიის მფლობელობაში არსებულ ყველა ობიექტის შესასვლელში განთავსებულია ე.წ. დეზობარიერები, ხოლო სამუშაო თუ დასასვენებელ სივრცეებში მუდმივ რეჟიმში ხორციელდება სადეზინფექციო სამუშაოები, დეზინფექცია უტარდება ყველა სატრანსპორტო საშუალებასაც.
„რაც შეეხება პერსონალური დაცვის საშუალებებს - პირბადეებსა და ანტისეპტიკურ ხელსაბან ხსნარებს, კომპანიის წარმომადგენლების მიერ მუდმივად ხორციელდება მონიტორინგი, მათი სწორად და მუდმივად გამოყენების შესახებ.
ასევე, ყველა საწარმოო ტერიტორიაზე, საინფორმაციო ბანერებია განთავსებული, სადაც ახალი კორონავირუსის პრევენციისთვის ექიმთა რეკომენდაციებია ასახული.
„ჯორჯიან მანგანეზი“ სახელმწიფო უწყებებთან უწყვეტ კოორდინაციაში იმყოფება. შესაბამისად, მთავრობის ყველა განკარგულებასა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყველა რეკომენდაციას ზედმიწევნით ასრულებს“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
NS
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
მიმართულებები, რომელსაც ორშაბათიდან ახალი მიკროავტობუსები მოემსახურება
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
„თბილისის მიკროავტობუსი“ განცხადებას ავრცელებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
Leavingstone-ის კლიენტები Netflix-ი და Siemens-ი გახდნენ - კომპანია ბერლინში ოფისის გახსნას გეგმავს
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?