მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჯორჯიან მანგანეზი", პროფკავშირებთან ერთად, სოციალურად დაუცველ ოჯახებს დაეხმარა

5eb263eb3048e
BM.GE
06.05.20 11:12
668
"ჯორჯიან მანგანეზისა“ და საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში, ჭიათურასა და ზესტაფონში სოციალურად დაუცველ, ასევე, მრავალშვილიან ოჯახებს პირველადი საჭიროების სასურსათო პროდუქტების პაკეტები დაურიგდათ.

აქტივობის ფარგლებში, პირველადი საჭიროების სასურსათო პროდუქტების პაკეტები მომდევნო დღეების განმავლობაში, ჯამში, 300-ზე მეტ სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახს გადაეცემა.

„ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალური მმართველი ნიკოლოზ ჩიქოვანი:

„ჯორჯიან მანგანეზმა“, პროფესიული კავშირების გაერთიანებასთან ერთად, მნიშვნელოვანი კამპანია განახორციელა.
აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ „ჯორჯიან მანგანეზმა“ დახმარება ახალი კორონავირუსის პანდემიის პირობებში არაერთ სოციალურად დაუცველ ოჯახს გაუწია“, - განაცხადა ნიკოლოზ ჩიქოვანმა.

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი:

„ჩვენ, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება „ჯორჯიან მანგანეზთან“ ერთად, ჭიათურასა და ზესტაფონში მცხოვრებ სოციალურად დაუცველი ოჯახებს პირველადი საჭიროების სასურსათო პროდუქციით ვეხმარებით.
ჩვენი მხრიდან ეს აქცია გარკვეულწილად სტიმულირება გახლავთ, რომ ქვეყანაში სოლიდარობის ხარისხი გაიზარდოს და ადამიანებს ამის განცდა მუდმივად ჰქონდეთ.

პროფკავშირები, „ჯორჯიან მანგანეზის“ ადმინისტრაციასთან ერთად, პრევენციას ახდენს, რომ მოქალაქეები მძიმე ეკონომიკურ ვითარებასთან მარტო არ დარჩნენ“, - აღნიშნა ირაკლი პეტრიაშვილმა.

ცნობისთვის, „ჯორჯიან მანგანეზი“, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებასთან ერთად, ახალი კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით გამოცხადებული საგანგებო რეჟიმის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების განხორციელებას უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს.
NS