მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ჯორჯიან მანგანეზი“ ზესტაფონში მცხოვრებ 4 წარმატებულ აბიტურიენტს სტიპენდიას დაუნიშნავს

5f573493ddfd3
ინგა მურუსიძე
08.09.20 11:32
652
„ჯორჯიან მანგანეზის“ გადაწყვეტილებით, ზესტაფონში მცხოვრებ 4 წარმატებულ აბიტურიენტს, რომლებმაც ეროვნულ გამოცდებში ყველაზე მაღალი ქულები მიიღეს, კომპანიისგან სტიპენდია დაენიშნებათ.

როგორც bm.ge-ს კომპანიიდან აცნობეს, აღნიშნული ინფორმაცია ზესტაფონის სკოლების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე, კომპანიის სპეციალურმა მმართველმა ნიკოლოზ ჩიქოვანმა გააჟღერა.

მან იმ საჭიროებების შესახებ მიიღო ინფორმაცია, რომელიც დღესდღეობით სკოლებისთვის და მოსწავლეებისთვის პრიორიტეტულ მიმართულებებს წარმოადგენს. შეხვედრაზე ასევე, „ეკოლოგიკა 2019“ შეაჯამეს და პროექტის მომავალი სეზონი დააანონსეს.

„ჯორჯიან მანგანეზმა“ რვა წარმატებულ აბიტურიენტს და ახლა უკვე სტუდენტს, ერთი წლის განმავლობაში, ყოველთვიური სტიპენდია დაუნიშნა. ჩვენ გვინდა, რომ ამ ჟესტით წავახალისოთ ის მოზარდები, რომლებმაც მართლა ძალიან დიდ წარმატებას მიაღწიეს და ერთიან ეროვნულ გამოცდებზე უმაღლესი ქულები აიღეს“, - განაცხადა ნიკოლოზ ჩიქოვანმა.

შეხვედრა ზესტაფონსა და მის მუნიციპალიტეტში არსებული სკოლების დირექტორებთან, მე-2 საჯარო სკოლაში გაიმართა.