მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ჯორჯიან მანგანეზი" განცხადებას ავრცელებს

5faee3bf53d2f
BM.GE
13.11.20 23:55
1140
„ჯორჯიან მანგანეზი" განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"მოგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო და ფოტომასალა, სადაც ჭიათურაში, შუქრუთის მაღაროს საწარმოო ობიექტის ყოფილი დასაქმებული პირები საუბრობენ, თითქოს შპს „ჯორჯიან მანგანეზმა“ ისინი სამსახურიდან უკანონოდ დაითხოვა, რასაც საფუძვლად დაედო აღნიშნული პირების მხრიდან ხელმძღვანელობის მიმართ სამუშაო პირობებისა და კვების გაუმჯობესების მოთხოვნა.

შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ ნოდარ ტეფნაძისა და თორნიკე ნოზაძის მიერ გაჟღერებული ბრალდებები არის სიცრუე და სიმართლეს არ შეესაბამება.

შპს „ჯორჯიან მანგანეზი“, რომელიც საქართველოში უმსხვილესი დამსაქმებელია და მას უდიდესი წვლილი მიუძღვის ქართულ ეკონომიკაში, მიიჩნევს, რომ მსგავსი უპასუხისმგებლო და ცილისმწამებლური ბრალდებები აზიანებს კომპანიის იმიჯსა და რეპუტაციას და ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას", – წერია განცხადებაში.