30.ოქტომბერი .2021 09:33

„ჯორჯიან მანგანეზის“ ფეროშენადნობთა ქარხანაში მეტალურგის დღე აღინიშნა (R)

„ჯორჯიან მანგანეზის“ ფეროშენადნობთა ქარხანაში მეტალურგის დღე აღინიშნა (R)
views 276
უკან

კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში მეტალურგის დღე აღინიშნა. პროფესიულ თარიღთან დაკავშირებით, 25 წარმატებული თანამშრომელი გამოვლინდა, მათ მადლობის სიგელები და ფულადი პრემიები გადაეცათ.

დაჯილდოების ღონისძიებას კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ წარმომადგნელები და ადგილობრივი მთავრობის წევრები დაესწრნენ. პროფესიული დღე მეტალურგებს, პირადად მიულოცა კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალურმა მმართველმა ნიკოლოზ ჩიქოვანმა, ზესტაფონის ახლადარჩეულმა მერმა ვასილ გველესიანმა, ზესტაფონის, ბაღდათის, თერჯოლისა და ტყიბულის მაჟორიტარმა დეპუტატმა ბეჟან წაქაძემ, „ჯორჯიან მანგანეზის“ საოპერაციო მართვის დირექტორმა ლაშა თუთბერიძემ და ფეროშენადნობთა ქარხნის დირექტორმა გოჩა ქურდაძემ.

„ეს დღე მართლაც განსაკუთრებულია, რადგან მადლობა უნდა ვუთხრათ იმ ადამიანებს, რომლებიც მთელი ცხოვრებაა მეტალურგის პროფესიას ემსახურებიან და ამ პროფესიის მსახურებით სიკეთეს უკეთებენ საკუთარ ოჯახებს, ზესტაფონს როგორც ქალაქს, კომპანიას და რაც მთავარია ჩვენს ქვეყანას. კომპანიაში დასაქმებულებზე ზრუნვა ჩვენი მოვალეობაა, შესაბამისად ყოველწლიურად ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ამ ადამიანებს სამუშაო პირობები კიდევ უფრო გაუმჯობესდეს, რადგან მაქსიმალურად დაფასებულად იგრძნონ თავი კომპანიის მხრიდან“, - განაცხდა "ჯორჯიან მანგანეზის" სპეციალურმა მმართველმა ნიკოლოზ ჩიქოვანმა.

მეტალურგის პროფესიულ დღეს კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“ ყოველწლიურად სხვადასხვა ღონისძიებებით აღნიშნავს. მიზანი ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში დასაქმებულების დაფასება და მომავალ თაობაში მეტალურგის პროფესიის პოპულარიზაციაა.

მეტალურგის დღის აღნიშვნა ტრადიციულად უკავშირდება ქართული მეტალურგიის ფუძემდებლის გიორგი ნიკოლაძის
სახელს, რომლის ხელმძღვანელობითაც საქართველოში, პირველი სადნობი საცდელი ღუმელი აშენდა. მეტალურგის პროფესიულ დღეს მოქალაქეები და ფეროშენადნობთა ქარხნის თანამშრომლები ზესტაფონში, სწორედ გიორგი ნიკოლაძის სკვერში იკრიბებიან, ტრადიცია არც წელს დაირღვა. მოქალაქეებმა მონუმენტი ყვავილებით შეამკეს და ქვეყნის წინაშე გიორგი ნიკოლაძის ღვაწლზე ისაუბრეს.

ზესტაფონის ქარხანაში პირველი დნობა 1933 წლის 30 ოქტომბერს განხორციელდა. 1937 წლის ბოლოს კი ქარხანამ 11 სახეობის ფეროშენადნობი გამოუშვა და მანგანუმის ქარხანა ფეროშენადნობთა საწარმოდ ჩამოყალიბდა.

კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ ფეროშენადნობთა ქარხანა, დღეს ზესტაფონში ყველაზე დიდი დამსაქმებელია, კომპანიის წილი კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართულ ეკონომიკაში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა