მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ჯორჯიან მანგანეზის“ ინიციატივით, ზესტაფონში, პროექტ „გაამწვანე მომავლის“ ფარგლებში, იფნის ნერგები დაირგო (R)

5fb3c0c8d4ac1
BM.GE
17.11.20 16:29
873
„ჯორჯიან მანგანეზის“ინიციატივით, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე იფნის ნერგები დაირგო. ღონისძიება კამპანია „გაამწვანე მომავალის“ ფარგლებში ხორციელდება, რომელიც კომპანიის სპეციალური მმართველის ნიკოლოზ ჩიქოვანის ინიციატივით, ჯერ კიდევ გასულ წელს დაიწყო.

როგორც bm.ge-ს კომპანიიდან აცნობეს, აქცია სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება და ჯამში 15 000 ხის დარგვა იგეგმება. ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, წელს, ღონისძიებას მასშტაბური სახე არ ჰქონია და მასში მონაწილეობა, გასული წლისგან განსხვავებით, სკოლის მოსწავლეებს არ მიუღიათ.

გამწვანების აქციაში მონაწილეობა კომპანიის ხელმძღვანელი პირების გარდა, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გოგლიჩიძემაც მიიღო.

არსანიშნავია, რომ გასულ წელს დაწყებული კამპანია „გაამწვანე მომავლის“ ფარგლებში, „ჯორჯიან მანგანეზმა“ ზესტაფონისა და მუნიციპალიტეტის 18 სოფლის 26 სკოლასა და 48 საბავშვო ბაღს 4 ათასამდე აკაციისა და იფანის ნერგი უკვე გადასცა. აღნიშნული აქციის ფარგლებში ჯამში 25 000 ძირი ნერგის დარგვა იგეგმება.